კატეგორიის გარეშე •

გარდაბანში 4 ცხენის ქურდობის ბრალდებით 45 წლის პირი დააკავეს

13 იანვარი, 2019 • 899
გარდაბანში 4 ცხენის ქურდობის ბრალდებით 45 წლის პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცხელ კვალზე დააკავა 45 წლის დ.დ ოთხი ცხენის ქურდობის ბრალდებით.

დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ის თანახმად, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა 8 იანვარს გარდაბნის სოფელ ლემშვენიერაში მცხოვრებ მოქალაქეებს 4 ცხენი მოჰპარა.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ქურდობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი