კატეგორიის გარეშე •

გაზის ქვითრების ნაცვლად სმს -სა და იმეილებს მიიღებთ – ყაზტრანსგაზი

3 სექტემბერი, 2018 • 3704
გაზის ქვითრების ნაცვლად სმს -სა და იმეილებს მიიღებთ – ყაზტრანსგაზი

„ყაზტრანსგაზი“ ბეჭდურ ქვითრებს ელექტრონულით ჩაანაცვლებს. კომპანიის ინფორმაციით, ელექტრონულ ქვითრებზე გადასვლისთვის აბონენტების წერილობითი თანხმობაა საჭირო. “ყაზტრანსგაზში” აცხადებენ, რომ თანხმობის შემთხვევაში მომხმარებლები ქვითარს როგორც სმს-ით, ასევე ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებენ. ელექტრონულ ქვითრებზე სრულად გადასვლა 2018 წლის ბოლოსთვის იგეგმება.

“მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასთან ერთად მსგავსი მომსახურებით ქაღალდის უდიდესი ეკონომია მოხდება და ეს გადაწყვეტილება ეკოლოგიის მხრივაც ძალიან მნიშვნელოვანია,” – აცხადებენ “ყაზტრანსგაზში”.

მასალების გადაბეჭდვის წესი