კატეგორიის გარეშე •

“დრო ვერ განკურნავს ოკუპაციას” – აქცია რუსეთის ყოფილ საელჩოსთან (ფოტოები)

7 აგვისტო, 2018 • 3249
“დრო ვერ განკურნავს ოკუპაციას” – აქცია რუსეთის ყოფილ საელჩოსთან (ფოტოები)

აქცია “10 წელი აგვისტოს ომიდან” გაიმართა დღეს, 7 აგვისტოს, თბილისში, რუსეთის ყოფილი საელჩოს შენობასთან.

“რუსეთი კლავს”, “დრო ვერ განკურნავს ოკუპაციას”, “ჩვენ გვახსოვს!”, “რუსეთი ოკუპანტია” – აქციაზე მისულ მოქალაქეებს ხელში სწორედ მსგავსი ლოზუნგიანი ბანერები ეჭირათ ხელში. რუსეთის საელჩოს ყოფილ შენობასთან აქტივისტებმა მოაწყვეს ისეთივე მავთულხართები, როგორსაც რუსეთის არმია ამ დრომდე ამონტაჟებს შიდა ქართლში, საოკუპაციო ზოლის გასწვრივ.

გარდა ამისა, საელჩოს შენობასთან პროექტორით უჩვენეს აგვისტოს ომის კადრები, იქვე გამოფინეს ომის ქრონიკის ამსახველი ფოტოები.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ოკუპაციის წინააღმდეგ, პირველ რიგში, რუსეთის პროპაგანდას უნდა დაუპირისპირდნენ, რათა გააუვნებელყონ ის მითები, რასაც ეს სახელმწიფო ავრცელებს.

გია რჩეულიშვილი / Facebook

“ჩვენ გვახსოვს!” – აქცია აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით თბილისში, რუსეთის საელჩოს ყოფილ შენობასთან. 07.08.2018. ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი

“ჩვენ გვახსოვს!” – აქცია აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით თბილისში, რუსეთის საელჩოს ყოფილ შენობასთან. 07.08.2018. ფოტო: მიხეილ გვაძაბია/ნეტგაზეთი

წელს 10 წელიწადი გავიდა 2008 წლის სამხედრო კონფლიქტიდან, რომელიც “აგვისტოს ომის” სახელით მოიხსენიებენ. ომი 5 დღე, 7 აგვსტოდან 13 აგვისტომდე გაგრძელდა, რის შემდეგაც საქართველომ დაკარგა კონტროლი კოდორის ხეობასა და ახალგორის რაიონზე.

ოფიციალური ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოში საქართველოში რუსეთის შეჭრის შედეგად დაღუპულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი.

2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. ამჟამად რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი