კატეგორიის გარეშე •

გახარია: მე მზად ვარ სულ რამდენიმე წუთში ვიყო აქციის ორგანიზატორებთან

13 მაისი, 2018 • 3808
გახარია: მე მზად ვარ სულ რამდენიმე წუთში ვიყო აქციის ორგანიზატორებთან

საქართველოს შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ახლახან [22:12] ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში შემდეგი განაცხადა: „თუ პარასკევის ღონისძიებაზე არსებობს რაიმე სახის შეკითხვები, მე, პირადად, მზად ვარ, სულ რამდენიმე წუთში ვიყო აქციის ორგანიზატორებთან ერთად ამ ტერიტორიაზე, თუ საჭირო იქნება დავჯდეთ და ყველა კითხვას აბსულიტურად ღიად და აბსოლიტურად გულწრფელად გავცეთ პასუხი, რამეთუ ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენი მოქალაქის როგორც გამოხატვის უფლება, ასევე უსაფრთხოება“.

მინისტრმა მოუწოდა თითოეულ მოქალაქეს, რომლებიც შეკრებილი არიან თბილისში, რუსთაველის გამზირზე პოლიციას მოვალეობის შესრულების საშუალება მისცენ.

მინისტრმა აქვე დასძინა:

„დაახლოებით იგივე თემებზე, როგორიც არის ნარკოპოლიტიკა, მე მზად ვარ სულ რამდენიმე წუთში ვიყო მანდ [რუსთაველის გამზირზე] და გავცე ამ ყველა შეკითხვას პასუხი ღიად და გამჭვირვალედ“.

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ გახდა აუცილებელი ღამის კლუბებში სპეცრაზმის შეჭრა პარასკევს საღამოს, მინისტრმა განაცხადა:

„მე არ მინდა საქმის დეტალებში შევიდე  პირდაპირ ეთერში, როდესაც ჩვენ ვთქვით, რომ ადგილზე უფრო სწორედ ვთვლი ამ კითხვებზე პასუხის გაცემას, რამეთუ მოგეხსენებათ ეხლა რუსთაველის ქუჩაზე, პარლამენტის წინ საკმაოდ დაძაბულია ვითარება, ამიტომ დამატებითი ნიუანსებით და დეტალებით არ მინდა რაღაც უხერხულობა შევქმნა და დამატებით გამწვავების საბაბი შევქმნა. ვთვლი, რომ დღეს აუცილებელია, რომ პირადად გაეცეს ასეთ შეკითხვებს პასუხი, რისთვისაც მე მზად ვარ… ამ წუთებში ყველაზე მნიშვნელოვანი არის თითოეული ჩვენი მოქალაქის უსაფრთხოება“.

მასალების გადაბეჭდვის წესი