კატეგორიის გარეშე •

1990-იანი წლებით შთაგონებული დემნა გვასალია [ფოტო]

9 მარტი, 2018 • 5743
1990-იანი წლებით შთაგონებული დემნა გვასალია [ფოტო]

Vetements-ის შემქმნელმა დემნა გვასალიამ საქართველოში 90-იან წლებში დამკვიდრებული სამოსი და ნივთები არაერთხელ გამოიყენა თავის შემოქმედებაში. ერთ-ერთი ასეთი ბოლო მოვლენა კაცის “ჩაკეცილი ფეხსაცმელია”. “ნეტგაზეთი” გთავაზობთ გვასალიას მიერ შექმნილ რამდენიმე სტილს, რომელიც სწორედ გასული საუკუნის 90-იანი წლებითაა შთაგონებული.

“ჩაკეცილი ფეხსაცმელი”

Vetements-ის გაზაფხული-ზაფხულის 2018 წლის კოლექციაში დიზაინერმა კლასიკური სტილის შავი ტყავის ფეხსაცმელი შექმნა ოღონდ, ჩაკეცილი. ჩაკეცილი ფეხსაცმლის ტარება 90-იანი წლების მიწურულს საქართველოში ყოველდღიურობის ნაწილი იყო.

“პური ჩანთა”

90-იანი წლების პურის რიგები ვისაც ახსოვს, ეს ჩანთაც აუცილებლად ემახსოვრება, რომელიც გვასალიამ მოდის მიმდევრებს, საბჭოთა ესთეტიკის ჩანთებთან, ძვირფას პალტოებთან და კაბებთან ერთად დააჭერინა ხელში.

VETEMENTS PURSE BAG www.matchesfashion.com @matchesfashion @thestreetpie

A post shared by VETEMENTS (@vetements_official) on

VETEMENTS #GRANNYPURSE www.net-a-porter.com @netaporter

A post shared by VETEMENTS (@vetements_official) on

FW18 www.lagarconne.com @lagarconne_diary

A post shared by VETEMENTS (@vetements_official) on

“წაულის (ნორკის) ქურქი”

მიუხედავად იმისა, რომ 90-იანი წლები საქართველოში მძიმე ეკონომიკური და სოციალური ფონით გამოირჩეოდა, წარსულში შეძენილი ქურქებით მაინც იწონებდნენ აქ-იქ თავს.

“კაბა მაგიდის ნეილონის გადასაფარებლით”

სოფლებში, ალბათ, ყველას გინახავთ ნეილონის გადასაფარებლები, რომელზეც ბებიების და ბაბუების მიერ მომზადებულ გემრიელ საკვებს მივირთმევდით. დემნა გვასალიამ მის მოდელს, არც მეტი არც ნაკლები, ამ გადასაფარებლებისგან შეკერილი კაბა ჩააცვა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი