გართობა

ქართული ფილმი და წითელი ხალიჩა ბერლინალედან [ფოტო]

16 თებერვალი, 2018 • 3081
ქართული ფილმი და წითელი ხალიჩა ბერლინალედან [ფოტო]

15 თებერვალს  ბერლინის 68-ე საერთაშორისო  კინოფესტივალი, გაიხსნა. ბერლინალეზე ქართული ფილმის პრემიერაცაა დაგეგმილი.

თინათინ ყაჯრიშვილის ახალი ფილმის, „ჰორიზონტის” მსოფლიო პრემიერა, რომელიც კონკურსში არ მონაწილეობს, ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივლზე სექციაში „პანორამა” 16 თებერვალს გაიმართება.

„ჰორიზონტი” ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია, რომელიც საქართველოსა და შვედეთის კოპროდუქციაა. ის ყოფილი ცოლ-ქმრის – ანას და გიორგის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც დაშორების რთულ ეტაპს გადიან. მათ სხვადასხვა მოცემულობა აქვთ, ორივე ფრთხილ და რთულ გზას ირჩევს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასასვლელად.

კინოფესტივალის საკონკურსო და სპეციალურ პროგრამაში 40–ზე მეტი ფილმი მონაწილეობს. წლევანდელ კინოფესტივალზე 334 000 ბილეთი გაიყიდა და 21 000 პროფესიონალი სტუმრობს 127 ქვეყნიდან. აქედან 3 700 ჟურნალისტია. კინოფესტივალი 10 დღეში, 25 თებერვალს დასრულდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი