კატეგორიის გარეშე •

ანონსი – 14 თებერვალი

14 თებერვალი, 2018 • 1415
ანონსი – 14 თებერვალი
წარმოგიდგენთ 14 თებერვალს დაგეგმილ ღონისძიებათა ანონსს:
10:30 – ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოსთან ერთად მართავს სამუშაო შეხვედრას თემაზე: “დემოკრატიული რეფორმები უსაფრთხოების სექტორში”.
მისამართი: სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერია” – ვარდების მოედანი #1
11:00 – ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ ადამიანის უფლებათა საკონფერენცო დარბაზში  გლდანის ციხეში ყელგამოჭრილი პატიმრის შესახებ პრესკონფერენციას გამართავს.
მისამართი: გამრეკელის #11ა(ყოფილი ქანთარიას ქუჩა)
12:00 – ეროვნულ კინოცენტრში ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალთან დაკავშირებით, სადაც საქართველო წელს უკვე მეცამეტედ მონაწილეობს, პრესკონფერენცია გაიმართება.
მისამართი:  გამსახურდიას ქ. #4

18:00 – ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ ოფისში ჩატარდება საჯარო დისკუსია, სადაც განხილული იქნება ევროკავშირის პოლიტიკა აღმოსავლეთ ევროპის მიმართ.
მისამართი: ჭოველიძის #10

19:00 – პროექტ “ფემინისტური კითხვის” ფარგლებში პირველი შეხვედრა მწერლებთან –  ეკა ქევანიშვილთან და თეა თოფურიასთან გაიმართება.
მისამართი: მწერალთა სახლი – მაჩაბლის #13
კონტაქტი: 599486241 – ლელა შუბითიძე

19:00 – პატარა გალერეაში კატარინა შტედლერის გამოფენა “ვარდისფრად გადაბრუნებული უტოპია” გაიხსნება.
მისამართი: ვარდების მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელი, მაღაზია #17

მასალების გადაბეჭდვის წესი