კატეგორიის გარეშე •

ადვოკატი: დეკანოზმა გამოძიებას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა, ამ ეტაპზე მათ კითხვები არ აქვთ

13 მარტი, 2017 • 2452
ადვოკატი: დეკანოზმა გამოძიებას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა, ამ ეტაპზე მათ კითხვები არ აქვთ

დღეს, 13 მარტს დეკანოზის დაკითხვა 10 საათიანი მიმდინარეობის შემდეგ დასრულდა. დაცვის მხარს ადოკატებმა განაცხადეს, რომ დეკანოზმა პროკურატურის ყველა კითხვას უპასუხა და მათ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს.

დეკანოზის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, რომ საქმესთან დაკავშირებით, განმეორებით დაისვა შეკითხვები და დეკანოზა იგივე პასუხები გაცა მათ როგორც პირველად უპასუხა.

“გარკვეულწილად იყო, ცოტა გაურკვეველი შეკითხვები, მოგეხსენებათ რამდენი ხანი მიმდინარეობდა დაკითხვა. მამა გიორგიმ ამბოლუტურად დეტალურად [უპასუხა]. კრედიტთან დაკაშირებით, თანხებთან დაკავშირებით, რა თანხა დაიხარჯა, რამდენი ხნით მიდიოდა, რატომ მიდიოდა, როგორ მიდიოდა, დეტალურად გასცა ყველა კითხვას პასუხი”, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა. .

კითხვაზე, თუ რაში სჭირდებოდა დეკანოზს კრედიტის აღება ადვოკატმა უპასუხა, რომ მთელი საქართველო კრედიტით ცხოვრობს.

“მთელი საქართველო კრედიტზე ცხოვრობს. მამა გიორგიმ გამოიტანა, შეიძინა 4500 ევრო, 2000 დოლარი, დანარჩენი თანხა, ლარებში რაც იყო, აქვს მას თავის ანგარიშზე. რაც შეეხება ის თანხები რამდენი სად დაიხარჯა, ვის რამდენი მისცა, ყველაფერი დეტალურად უთხრა ჩვენების დროს”, – განაცხადა რამიშვილმა.

რამიშვილს მიაჩნია, რომ გამოძიება სინოდის წევრების დაკითხვითაც უნდა დაინტერესდეს.

“აუცილებლობაა [სინოდის წევრების დაკითხვა] იქიდან გამომდინარე, რომ თუ დავეყრდნობით, ჩვენ ირაკლი მამალაძის დამატებით ახალ ჩვენებას. მე ვთვლი, თუ ის ენდობა, როგორც ბრძანებს წმინდა სინოდი, გამოძიებას ძალიან ენდობა და თავიდან ჰქონდა მის საშუალება, რომ საქმეს გაცნობოდა, უკეთესი იქნებოდა გამოითხოვონ ირაკლი მამალაძე რა ჩვენებას აძლევს დამატებით 10 ფურცლიანს”, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

რამიშვილი ასევე გამოემაურა სოსო ოხანაშვილის საკითხსაც.

“ვისაც ბრალი აქვს წაყენებული იმისი დანაშაულებრივი ქმედება ვერ დამტკიცდება და შესაბამისად, სოსო ოხანაშვილი არანაირი შემხებლობაში არ არის და დეტალურად იყო საუბარი ურთიერთობაზე და მე აბსოლუტურად ვერ ვხედავ ობიექტურ გამოძიების კვალზე სვლას, რომ სოსო ოხანაშვილს შეიძლება რამე შეეხოს.”, – განაცხადა რამიშვილმა.

დაცვის მხარის მეორე ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ განაცხადა, რომ დღესაც დეკანოზმა გიორგი 30 ფურცლიანი ჩვენება მისცა.

“დღეს როგორც წინა ჩვენებაზე მამა გიორგიმ დიდი მოცულობითი ჩვვენება მისცა, დაახლოებით 30 ფურცლიანი. მან ყველა კიტხვას უპასუხა, დაკითხვა დამთავრდა იმით, რომ ამ ეტაპზე პროკურატურას მეტი შეკითხვა აღარ აქვს. მამა გიორგი მამალაძემ თავიდან ბოლომდე მისცა ამომწურავი ინფორმაცია. ჩვენი მხრიდან ყველანაირი ინფორმაცია მივაწოდეთ იმის თაობაზე, რომ რეალურად შეუდგეს გამოძიებას და საქმეზე ჭეშმარიტება დაადგინონ”, – განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

ადვოკატის თქმით, პროკურატურას ამ ჩვენების საფუძველზე შეუძლია რომ საქმეც კი შეწყვიტოს დეკანოზ გიორგი მამალაძის წინააღმდეგ.

ფანცულაია ამბობს, რომ კიტხები რომლებიც არ შეეხებოდა საქმეს უკავშირდებოდა კლინიკის  შიდა მართვის დეტალები, რომელიც არც ერთ ბრალდებას არ იყო კავშირი. კითხვაზე, თუ საიდან იყიდა ციანიდი, მან უპასუხა, რომ იგი არავისგან არ უყიდია, ამბობს ადვიკატი.

მასალების გადაბეჭდვის წესი