კატეგორიის გარეშე •

აქციის მონაწილეები რუსთავი 2-ის შენობისკენ გაემართნენ

2 მარტი, 2017 • 2417
აქციის მონაწილეები რუსთავი 2-ის შენობისკენ გაემართნენ

მას შემდეგ, რაც უზენაესმა სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით ,,რუსთავი 2″ მიაკუთვნა ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს, აქცია, რომელიც სასამართლოს შენობასთან იმართებოდა, დაიშალა.

აქციის მონაწილეებს ნაციონალური მოძრაობის წევრმა ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა, რომ ისინი გადაინაცვლებენ ,,რუსთავი 2″-ის შენობასთან და იქ გამართავენ აქციას.

წიკლაურმა მოუწოდა საქართველოს მოქალაქეებს, რომ ყველა მივიდეს ,,რუსთავი 2″-ის შენობასთან და დაიცვან ტელეკომპანია.

აქცია დაახლოებით 21:00 საათზე დასრულდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი