კატეგორიის გარეშე •

შსს: ნიკა გვარამიას ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

7 იანვარი, 2017 • 4813
შსს: ნიკა გვარამიას ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ცემის ფაქტზე მოკვლევა 126-ე მუხლით დაიწყო. ამის შესახებ შს სამინისტროს პრესცენტრში აცხადებენ.

ნიკა გვარამიამ დღეს, 7 იანვარს თავის ფეისბუქ გვერდზე დაწერა, რომ რესტორანში სცემეს: „დღეს მამა დავასაფლავე და მძიმე ხასიათზე ვარ. მეგობრებმა რესტორან დაინინგ რუმსში წამიყვანეს, ცოტა მდგომარეობიდან რომ გამოვეყვანეთ. შუქი ჩაქრა და უკვე წამოსასვლელად ვემზადებოდით, რომ თავს დაგვესხნენ ჩუმად, მიპარვით, სიბნელეში. მოგვაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. მე ბოლო დღეების უძილობის და სტრესის გამო იმდენად გაბრუებული ვარ, ვერც მოვასწარი რეაგირება და საერთოდაც ვერაფერს მივხვდი, სანამ იატაკზე არ გამოვფხიზლდი. ეგრევე გამოვიძახე პატრული. ირგვლივ კამერებია. თავდამსხმელების მაგიდაზე ყველაფერს მათი ანაბეჭდები აქვს“.

სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი ძალადობას გულისხმობს და ითვალისწინებს სასჯელს – ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას.

მასალების გადაბეჭდვის წესი