კატეგორიის გარეშე •

“შეწყვიტეთ ჟრიალი და ლარს უშველეთ” – თბილისში საპროტესტო აქცია გაიმართება

13 დეკემბერი, 2016 • 2292
“შეწყვიტეთ ჟრიალი და ლარს უშველეთ” – თბილისში საპროტესტო აქცია გაიმართება

შაბათს, 17 დეკემბერს, 17 საათზე მთავრობის ადმინისტრაციის წინ გაიმართება აქცია – “შეწყვიტეთ ჟრიალი და ლარს უშველეთ”. აქციის ორგანიზატორია სამოქალაქო პლატფორმა “დაიცავი თავისუფლება”.

“ეროვნული ვალუტა რეკორდული ტემპებით უფასურდება, მთავრობა კი ამის შესაჩერებლად არც ერთ ქმედით ნაბიჯს არ დგამს.

პირიქით, ქართული ოცნების გეგმა კრიზისის გაღრმავებას უწყობს ხელს.

ეროვნული ვალუტის გაუფასურების შესაჩერებლად სახელმწიფოსგან სწრაფ და ერთადერთ გონივრულ მოქმედებას – ხარჯების მკვეთრ შემცირებას და გადასახადების არათუ გაზრდას, არამედ შემცირებას მოვითხოვთ.

შეწყვიტეთ ჟრიალი, მოიჭირეთ ქამრები, დაწიეთ გადასახადები”, – ნათქვამია აქციის ორგანიზატორთა საინიციატოვო ჯგუფის განცხადებაში.

“დაიცავი თავისუფლება” პრორუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით 17 ორგანიზაციისაგან შემდგარი პლატფორმაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი