კატეგორიის გარეშე •

ანონსი – 13 აგვისტო

12 აგვისტო, 2016 • 1384
ანონსი – 13 აგვისტო

11:00 – ვაკე- საბურთალოს გზაზე, თბილისის მერი დავით ნარმანია, მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელებთან და ვაკის რაიონის გამგებელთან ერთად, თამარაშვილის ხეივნის სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაათვალიერებს.


12:00 – პარტიის ოფისში ,,თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია, პარტიის ახალ წევრს წარადგენს.


17:00-   მოსკოვის გამზირზე, კინოთეატრ “ვარძიასთან” გაიმართება დემოკრატიული მოძრაობის, სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატის გიორგი ახვლედიანის, წინასაარჩევნო შეხვედრა მოსახლეობასთან.


17:30 – საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ „ქართუ ჯგუფის“ საკუთრებაში არსებულ 2 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ მინიატურების პარკს სახელმწიფოს საჩუქრად გადასცემს. ცერემონიას პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება. მისამართი: შეკვეთილი, ატრაქციონების პარკ “ციცინათელას” მიმდებარე ტერიტორია.


20:00 – „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ პარტიის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს საზოგადოებას ბათუმში წარუდგენს.ევროპის (ყოფილი ერას) მოედანზე გაიმართება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი