ფოტო

ფოტოკონკურსი: თანამედროვე არქიტექტურა და კულტურული მემკვიდრეობა –  თორნიკე ფოცხვერაშვილის ფოტო

5 ივნისი, 2016 • 1779
ფოტოკონკურსი: თანამედროვე არქიტექტურა და კულტურული მემკვიდრეობა –  თორნიკე ფოცხვერაშვილის ფოტო

ნომინაცია: თანამედროვე არქიტექტურა და კულტურული მემკვიდრეობა

ფოტოს ავტორი:  თორნიკე ფოცხვერაშვილი,  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი/არქიტექტურის ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი.

ფოტოს აღწერა: ფოტო თავისი შინაარსით წარმოადგენს თანამედროვე არქიტექტურისა და კულტურული მემკვიდრეობის შეგუებულობის კონტრასტს დღევანდელი თბილისის მაგალითზე – თემა, რომელიც ურბანული აქტივიზმის ერთ – ერთ მთავარ ასპექტს, თბილისის სხვა და სხვა სოციალურ წრეებში ძალზედ აქტუალურ და ხშირად ვნებათაღელვის მთავარ წყაროს წარმოადგენს. ფოტოში ასახულია, როგორც კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი, ისე მშენებარე ობიექტი (მიზანმიმართულად დაფიქსირებული, მაშინ როცა ჯერ კიდევ თავისი მაქსიმალური სიმაღლესთვის არ მიეღწია) , რომელიც ბოლო დროის ერთ – ერთი ყველაზე მძაფრი კრიტიკის საგანს წარმოადგენდა ქალაქში და ასევე თბილისის ერთგვარი სავიზიტო ბარათები – თბილისის ანძისა და ფუნიკულორის შენობის სახით.

ფოტოსურათის მიზანია, ობიექტივის ერთი მხრიდან, ასახოს ის ტენდენციები, თუ როგორ იცვლება ისტორიული თბილისის სახე, მნახველში წარმოშვას ფიქრი იმის შესახებ, თუ როგორ გარემოში სურს მას ცხოვრება.

საკონკურსო ფოტო (თორნიკე ფოცხვერაშვილი)

ფოტოკონკურსი ტარდება სამშენებლო კომპანია „ანაგის“ მიერ.
არმოდგენილი ფოტოს საავტორო უფლებებზე პასუხისმგებელია ფოტოს ავტორი.

მასალების გადაბეჭდვის წესი