კომენტარი

ვასილ კობახიძე:სინოდის გადაწყვეტილება საბჭოთა ტიპის რეკლამაზეა გათვლილი

22 დეკემბერი, 2010 • • 2380
ვასილ კობახიძე:სინოდის გადაწყვეტილება საბჭოთა ტიპის რეკლამაზეა გათვლილი



vasil kobakhidze | Upload Music

ვასილ კობახიძე, თეოლოგი, ყოფილი სასულიერო პირი, ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ სინოდის ერთ–ერთი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე გახდა, საბჭოთა ტიპის რეკლამაზეა გათვლილი.

“რათა საპატრიარქო წარმოჩნდეს პატრიოტად და საქართველოს ინტერესების დამცველად, ეს ნაბიჯი გათვლილია სწორედ იმაზე, რომ ჩვენ საზოგადოებაში არის ფეოდალური მენტალიტეტი, რომელიც აზროვნებს ბუნდოვანი, მისტიკური კატეგორიებით”.

კობახიძე ნეტგაზეთთან საუბარში მიტროპოლიტ დანიელზეც საუბრობს, რომელიც ადრე ცხუმ–აფხაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტი იყო.

“დანიელს ორი ეპარქია ჰქონდა, ცხუმ–აფხაზეთის ეპარქიიდან, ბუნებრივია, წამოსული იყო. რვა წელიწადზე მეტია ის საჩხერის და ჭიათურის მმართველი იყო. ერთი ეპარქია მას ჩამოერთვა და კათოლიკოს პატრიარქმა შეიერთა… აფხაზეთის ეპარქიის დანიელის გავლენის ქვეშ ყოფნა არც თუ ისე დიდ როლს ასრულებდა, მისთვის აფხაზეთის ეპარქიის ჩამორთმევა მისი პრესტიჟის შელახვაა, მაგრამ მისი გავლენის შესუსტებად არ მიმაჩნია”.

კობახიძე ფიქრობს, რომ სინოდს 21 დეკემბრის სხდომაზე უნდა მიეღო ეპარქიების რაოდენობის გაზრდის გადაწყვეტილება, თუმცა ხელი შეუშალეს– დავით პაიჭაძის გადაცემამ, რომელიც  16 დეკემბერს საზოგადოებრივი მაუწყებელის ეთერში  გავიდა და საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ქადაგებამ ბარბარობის დღესასწაულზე, 17 დეკემბერს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი