კომენტარი

პავლე კუბლაშვილი მედიაგამჭვირვალობაზე

11 ნოემბერი, 2010 • • 1152
პავლე კუბლაშვილი მედიაგამჭვირვალობაზე

კანონპროექტი, რომელიც მედიის მესაკუთრეთა გამჭვირვალობას გულისხმობს, პავლე კუბლაშვილმა და და ჩიორა თაქთაქიშვილმა მოამზადეს. ნეტგაზეთი დაინტერესდა, იცნობდა თუ არა პავლე კუბლაშვილი კიდევ ერთ კანონპროექტს, რომელიც საინიციატივო ჯგუფმა მოამზადა და რომელიც ასევე მოიცავს მედიამესაკუთრეთა გამჭირვალობის თემას.

საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ დღეს ჟურნალისტების კითხვებს პრაიმ–ტაიმის პრეს კლუბში უპასუხა.

პავლე კუბლაშილი :ხვალ დილით ოფიციალურად დარეგისტრირდება  კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს გამჭვირვალობის დამატებით მექანიზმებს. ჩვენ გვქონდა შეხვედრები ცალკეულ ექსპერტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. ვნახეთ ის პრაქტიკა, რაც არის სხვა ქვეყნებში გამჭვირვალეობასთან მიმართებაში და მინდა გითხრათ, რომ ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებული კომპანიებისთვის მედიის ლიცენზიების ფლობასთან დაკავშირებით შეზღუდვა არ არის. თუმცა ჩვენ ამ რადიკალურ ნაბიჯზეც წავალთ და ამით ნებისმიერ სკეპტიკოსსაც კი გამოვაცლით საფუძველს, რომ აღარ ილაპარაკოს გაუმჭვირვალობაზე მედიის მესაკუთრეობასთან მიმართებაში.

როგორი იქნება ეს კანონპროექტი, ხვალ უფრო დეტალურად ვისაუბრებთ.

ვინ იყო ჩართული კანონპროექტის შემუშავებაში?

კანონპროექტის შემუშავებაში ვიყავით ჩართულები მე და ქალბატონი ჩიორა თაქთაქიშვილი.

თუ იცნობთ იმ კანონპროექტს, რომელიც საინიციატივო ჯგუფმა მოამზადა?

დიახ, ვიცნობ ამ კანონპროექტს. ჩვენ გვქონდა შეხვედრა კანონპროექტის ავტორთა ერთ ნაწილთან. ამიტომ დეტალურად გვაქვს გავლილი ეს შემოთავაზებები. გარდა მედიამესაკუთრეთა გამჭვირვალობისა, იქ   სხვა თემებიც არის წამოჭრილი, რომელთა დაკავშირებითაც შეიძლება ახლა გადაწყვეტილება არ მივიღოთ, მაგრამ, ბუნებრივია, მზად ვართ, რომ ამ თემებზე გავაგრძელოთ მუშაობა.

ჩვენი ინიციატივის მიზანი მედიის მესაკუთრეთა გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა. ყველა სხვა თემა უკვე შემდგომი მსჯელობის საკითხია.

ანუ თქვენს კანონპროექტში არ იგულისხმება მედიის ფინანსური  გამჭვირვალობა?

დამატებით რაიმეს ჩაწერას ფინანსურ გამჭვირვალობასთან დაკავშირებით არ ვფიქრობთ. ხვალ ბიუროზე დარეგისტრირდება კანონპროექტი და ვფიქრობ, შემდეგ კვირას იქნება ძალიან საინტერესო.

 

 

პავლე კუბლაშილი: საქართველოს მე–7 მოწვევის პარლამენტის წევრი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე. 

მასალების გადაბეჭდვის წესი