ლია უკლებას სიცოცხლე

ნახატის “ღვთისმშობელი სათამაშო პისტოლეტით” ავტორის ლია უკლებას სიცოცხლეს საფრთხე 2015 წლის 1 ნოემბერს დაემუქრა, როდესაც პატრიარქმა ილიაუნიში ერთ-ერთი კონფერენციის ფარგლებში გამოფენილი ტილო სარწმუნოებისა და საქართველოს შეურაცხყოფად მონათლა. ამით 2013 წლის 17 მაისის მსგავსად ფუნდამენტალისტურ დაჯგუფებებს ძალადობისკენ გზა გაეხსნა.