კომენტარი

3 აგვისტოს აჭარაში „გუდვილის“ პირველი სუპერმარკეტი გაიხსნება

2 აგვისტო, 2010 • 1312
3 აგვისტოს აჭარაში „გუდვილის“ პირველი სუპერმარკეტი გაიხსნება

 3 აგვისტოს, 13:00 საათზე, ბათუმში, ჭავჭავაძის # 3-ში, ფუნქციონირებას კომპანია „გუდვილის“ პირველი სუპერმარკეტი დაიწყებს.

„გუდვილის“ გახსნის ცერემონიას ადგილობრივი მთავრობა, „გუდვილის“ პარტნიორი კომპანიებისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან.

„გუდვილის“ მენეჯმენტის ცნობით, ახალი სუპერმარკეტის ფართი 500 კვ მეტრია, მის გახსნაში კომპანიამ სოლიდური ინვესტიცია – ნახევარი მილიონი ევრო ჩადო და 100–ზე მეტი ადამიანი დაასაქმა. აღნიშნული თანხა უახლესი ტექნოლოგიით აჭღურვილ საკონდიტრო და პურფუნთუშეულის საწარმოს, თანამედროვე ინფრასტრუქტურას, განახლებულ პროგრამირებას და შენახვისა და ვარგისიანობის გაუმჯობესებული მეთოდოლოგიის დანერგვას მოხმარდა.

„დაპირებისამებრ, გუდვილის ქსელის გაფართოება რეგიონებშიც დაიწყო და პირველი მაღაზიის გახსნა სწორედ ბათუმში დასვენების სეზონს დავამთხვიეთ, რათა როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე დამსვენებლებს დამატებით კომფორტი შევუქმნად და საუკეთესო  პირობები  შევთავაზოთ. ახალი ფილიალი 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს და სუპერმრკეტში 12 000–მდე დასახელების ევროპული ხარისხის პროდუქტი გაიყიდება. მომხმარებლები, ისევე როგორც თბილისში, ბათუმის სუპერმარკეტშიც შეძლებენ „გუდვილის“ მზარეულების მიერ მომზადებული გამორჩეულად გემრიელი კერძების შეძენას,“ აცხადებს კომპანია „გუდვილის“ გენერალური დირექტორი ნუგზარ მაღულარია.

 

მისივე თქმით, სუპერმარკეტის გახსნის დღიდან  ერთი თვის განმავლობაში იმოქმედებს საზაფხულო პრომო  აქცია, რომლის ფარგლებში ყველა ცივი და გაყინული პროდუქტი ფასდაკლებით გაიყიდება, ხოლო მომხმარებელი, რომელიც შეიძენს 150 ლარის ღირებულების პროდუქტს, საჩუქრად ბრენდირებულ თერმო–ჭიქას მიიღებს. გარდა მაგისა, ბათუმის გუდვილის მომხმარებლებიც ისარგებლებენ აქციით „იტოპათასე“ – 1000 პირველადი მოხმარების საგანი ყველაზე დაბალ ფასად. ისევე როგორც გუდვილის  მთელ ქსელსი, ბათუმშიც იფუნქციონირებს ლოიალურობის ბონუს ბარათი და უნიქარდი. 

„გუდვილი” პირველი ჰიპერმარკეტია საქართველოში, რომელიც საცალო ვაჭრობის სრულიად განსხვავებული ფორმატით მუშაობს ამიერკავკასიის ბაზარზე. კომპანია 6 წელია არსებობს და მუდმივად ზრდის საქონლის ასორტიმენტს, აუმჯობესებს მომსახურებას, ნერგავს ახალ სტანდარტებს მომსახურებისა და ხარისხის სფეროში. “გუდვილში” 1000-მდე ადამიანია დასაქმებული. კომპანიაში დანერგილია ხარისხის მენეჯმენტის სისტემა ISO 9001:2008 HACCP-ის კონცეფციით.

კომპანიის განვითარების სტრატეგია უახლოეს მომავალში თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში გაფართოებას მოიცავს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი