კომენტარი

რას ნიშნავს მშვიდი საარჩევნო გარემო

30 მაისი, 2010 • • 1437
რას ნიშნავს მშვიდი საარჩევნო გარემო

თამარ ხიდაშელი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი ამბობს, რომ საერთო ჯამში არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. აქვე ხიდაშელი განმარტავს, თუ რას ნიშნას მშვიდი გარემო.”არ მიმდინარეობა ჩხუბი, საარჩევნო ყუთების დამტვრევა, არ არის ბიულეტენების დიდი რაოდენობით ჩაყრის მცდელობა”,–ამბობს ხიდაშელი. მისივე თქმით, დარღვევები მშვიდ გარემოშიც შეიძლება მოხდეს.

ამ დრომდე საიას 15 საჩივარი აქვს შტანილი.

თამარ ხიდაშელის თქმით, ყველაზე რთული ვითარებაა ბათუმში. “ის რაც ბათუმში ხდება, საგანგაშოა”.

ბათუმში საიას მიერ დაფქისირებულ დარღვევათა შორის დამკვირვებლების მიერ გამოვლენილი რამდენიმე ფაქტია. მაგალითად, 3 ამომრჩეველს საარჩევნო სიებში მათი გვარის გასწვრივ ხელმოწერები დახვდათ.

გარდა ამისა, ორმა პირმა მოქალაქის ნაცვლად კენჭისყრაში მონაწილეობა სცადა, თუმცა კომისიის წევრებმა ამის საშუალება მათ არ მისცეს.

ბათუმის ერთ–ერთ ოლქში უბანზე მისულმა ამომრჩეველმა საარჩევნო ბიულეტენი გაიტანა. მიუხედავად დამკვირვებლის შენიშვნისა,  ამ ფაქტზე კომისიის მხრიდან რეაგიერება არ მომხდარა.

მასალების გადაბეჭდვის წესი