კომენტარი

პოლიტიკური პარტიების ეკონომიკური პროგრამები

28 მაისი, 2010 • 1345
პოლიტიკური პარტიების ეკონომიკური პროგრამები

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის პროექტის ”თემატური დებატების ორგანიზება პოლიტიკური პარტიების განვითარებისა და ადგილობრივი არჩევნების გამჭვირვალობისთვის” ფარგლებში 21 მაისიდან პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრები იმართება. შეხვედრებზე პოლიტიკური პარტიები საკუთარ ეკონომიკურ ხედვას მედიას, არასამთავრობო სექტორს, ეკონომიკის ექსპერტებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს აცნობდნენ.

 

”ეროვნული საბჭოს”, ”ალიანსი საქართველოსთვის”, ”თორთლაძე-დემოკრატიული პარტიისა” და ”თოფაძე-მრეწველების” შემდეგ, დღეს, 28 მაისს,  „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი ეკონომიკური  პროგრამა წარადგინა .

 

აღნიშნული პროექტის ორგანიზატორები საბოლოო დასკვინითი შეფასებებისგან, -თუ რომელმა პარტიამ წარადგინა ეკონომიკის ყველაზე რეალისტური სამოქმედო გეგმა, ჯერჯერობით, თავს იკავებენ. 

 

 ავთანდილ სილაგაძე, რომელიც ყველა პარტიის პროგრამის პრეზენტაციაზე ეკონომიკის საკითხების ექსპერტის რანგში იყო მიწვეული, დასკვნით შეფასებას ნეტგაზეთთან საუბარში აკეთებს:

 


Avtandil Silagadze by netgazeti.ge

მასალების გადაბეჭდვის წესი