კომენტარი

სახალხო დამცველი 4 მაისის აქციაზე

5 მაისი, 2010 • • 1100
სახალხო დამცველი 4 მაისის აქციაზე

”თუ ვინმეს უფლება შეილახა, სამართალდამცავების მხრიდან უნდა ყოფილიყო რეაგირება”,-ამბობს ნეტგაზეთთან საუბრისას სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში, გუშინ ილიას უნივერსიტეტთან გამართული აქციისას მომხდარ ინციდენტზე.

დღეს, საღამოს ხუთ საათზე, სახალხო დამცველის ოფისში შეხვედრა დაიწყო, სადაც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ჟურნალისტები და აქციისას დაზარალებული ადამიანები სახალხო დამცველის ოფისში შეიკრიბნენ.

გიორგი ტუღუში ამბობს, რომ მისთვის, რა თქმა უნდა, ცნობილია 4 მაისის აქციაზე განვითარებული მოვლენები მედიის და ინტენეტის საშუალებით, თუმცა საბოლოო დასკვნისთვის აუცილებელია არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა.

” მე ვერ გეტყვით, მივმართავთ თუ არა ვინმეს რეკომენდაციით, მაგრამ ამ შემთხვევაში სამართალდამცავების როლი არის ყველაზე მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ ისინი იმყოფებოდნენ ადგილზე”,-ამბობს გიორგი ტუღუში.

მასალების გადაბეჭდვის წესი