კომენტარი

რას ნიშნავს ვიქტორ იანუკოვიჩის გამარჯვება საქართველოსთვის

12 თებერვალი, 2010 • 2750
რას ნიშნავს ვიქტორ იანუკოვიჩის გამარჯვება საქართველოსთვის

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში ვიქტორ იანუკოვიჩის გამარჯვება საქართველოსთვის არასასიამოვნო შედეგია

ქვეყნის იმ კავშირებს უკრაინასთან, რომელიც 2003-2004 წ.წ. ”ფერადი რევოლუციებიდან” და პრეზიდენტების ვიქტორ იუშჩენკოსა და მიხეილ სააკაშვილის პირადი მეგობრობიდან  იღებს სათავეს, არა უბრალოდ სიმბოლური, არამედ რეალურად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. რევოლუციის შემდგომ უშფოთველ დღეებში ადამიანები აქ ხუმრობდნენ, რომ სააკაშვილის თვითმფრინავი ავტოპილოტზეა დაყენებული და მისივე თანხმობით ყოველთვის კიევისკენ მიემართება.

ეს ხუმრობა დიდი ხანია მივიწყებულია. მას შემდეგ, რაც ნარინჯისფერი კოალიცია დაიშალა და ორი ლიდერი ერთმანეთთან ღია კონფლიქტში შევიდა, გაურკვეველი იყო ვისთან უნდა ჩასულიყავი იქ და რისთვის შეიძლებოდა მიგეღწია, მაგრამ პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოს გამარჯვება იმის თქმის საშუალებას მოგვცემდა, რომ მიუხედავად სირთულეებისა და გარკვეული მარცხისა, რომელიც ორივე ქვეყანამ განიცადა,  წინსვლა მთლიანად არჩეული მიმართულებით მიდის და საქართველო და უკრაინა  სტრატეგიულ პარტნიორებად რჩებიან. ახლა ცხადია, რომ ეს ასე არ არის.

ბოლო წლებში უკრაინა საქართველოსთვის დასავლეთისკენ მიმავალი ხიდის როლს ასრულებდა, არა ერთადერთი მაგრამ მნიშვნელოვანი ხიდისას. უკრაინას ბევრად უფრო დიდი გეოპოლიტიკური და ეკონომიკური წონა აქვს ვიდრე საქართველოს და გეოგრაფიულადაც ბევრად უფრო ახლოსაა ევროპის გულთან.  ევროპული ქვეყნებისთვის ბევრად უფრო რთულია ნატო-ში და ევროპის კავშირში უკრაინის გაწევრიანების ამბიციების იგნორირება, ვიდრე საქართველოს უგულვებელყოფა.

 

სრულად

მასალების გადაბეჭდვის წესი