კომენტარი

ნოდარ ხადური: ლარის კურსის ვარდნის სამი მიზეზია

29 იანვარი, 2010 • 2173
ნოდარ ხადური: ლარის კურსის ვარდნის   სამი მიზეზია


ბატონო ნოდარ, რა არის ერთ დღეში ლარის კურსის  ორი თეთრით  ვარდნის მიზეზი დოლართან მიმართებაში?

დღეისთვის მოხდა სამი მნიშვნელოვანი მიზეზის თანხვედრა.  მსოფლიოში დოლარის კურსი თითქმის ყველგან იზრდება, ევროსთან და სხვა ქვეყნის ვალუტასთან მიმართებაში. ევრო არ არის ერთი ქვეყნის ვალუტა, ეს არის  ევროკავშირის ვალუტა, სადაც სხვადასხვაინაირი ეკონომიკური პოლიტიკა და სხვადასხვანაირი ეკონომიკური მდგომარეობაა. მაგალითად, იყო საუბარი, რომ საბერძნეთისა და ესპანეთის გამო, შესაძლოა ევროს სერიოზული პრობლემები შეექმნას. შესაბამისად, თუ ამ ქვეყნებში არის ცუდი ეკონომიკური სიტუაცია, ევროკავშირმა შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება თავის ვალუტასთან დაკავშირებით. ამ დროს ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთ პოლიტიკაზეა დამოკიდებული მთელ ა.შ.შ.-ში არსებული მდგომარეობის კორექტირება. ამდენად, სიტუაცია რომელშიც დღეს იმყოფება ა.შ.შ. და ევროკაშვირი არის აბსოლუტურად განსხვავებული. ამდენად, დანარჩენ მსოფლიოში ადამიანების ნდობა უფრო არის დოლარზე, ვიდრე ევროზე. ამან ასახვა ჰპოვა ყველა ქვეყნის მდგოამრეობაზე, მათ შორის საქართველოზეც.მეორე მიზეზია საქართველოში შიდა პრობლემები გვაქვს, ეს არის ექსპორტის და იმპორტის თანაფარდობა. ჩვენი ექესპორტი რამდენჯერმე ნაკლებია იმპორტზე. შესაბამისად, რათა დაბალანსდეს ეს მდგომარეობა, მოთხოვნა იზრდება დოლარზე და ეს იწვევს კურსის ცვალებადობას.

 და მესამე, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ეროვნულმა ბანკმა გადაწყვიტა ლარის ახალი გაცვლითი კურსის ჩამოყალიბება. როგორ ჩანს, ძალიან ძვირი უჯდებოდა ეროვნულ ბანკს ლარის ასეთი კურსის  შენარჩუნება და შესაბამისად, ის ცდილობს დაარეგულიროს ეს მდგომარეობა, ანუ ახალი გაცვლითი კურსის შემთხვევაში, მისთვის დანახარჯები, ანუ საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო რეზერვების შემცირება, იყოს გაცილებით მისაღები.

ხომ არ არის ეს პროცესი ხელოვნური?

 
რა თქმა უნდა, ეროვნულმა ბანკმა გადაწყვიტა, რომ აღარ იყიდოს ლარები და აღარ გაყიდოს დოლარები. როცა არსებობს ეკონომიკური პოლიტიკა, არსებობს ხელოვნურობის ელემენტი. ზოგ ადამიანს ისეთი ტიპის ეკონომიკური პოლიტიკა მოსწონს და ზოგს – ასეთი. მთავარი არის ის, რომ ეკონომიკურმა პოლიტიკამ არ დააზარალოს ეკონომიკის განვითარება. სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს, თუმცა მე არ ვფიქრობ, რომ რადიკალური ეკონომიკის პოლიტიკის ცვლილება მოხდეს ამ პერიოდში

დაზარალებაში რას გულისხმობთ?

ახლა რომ გაუშვას თავისუფალ მიმოქცევაში და თავისუფალი ცურვა მისცეს ვალუტის კურსებს, ამან შეიძლება გამოიწვიოს კატასტროფული ვარდნა, რაც არც ეკონომიკისთვის იქნება ძალიან კარგი და განსაკუთრებით პოლიტიკური სიტუაციისითვის იქნება ძალიან ცუდი. მოგეხსენებათ მაისში არჩევნებია, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით თბილისში , ამიტომ თუ კურსი გაიქცევა, კურსის გაქცევა კი ნიშნავს ფასების ზრდას, ანუ ინფლაციას, ეს გამოიწვევს სოციალურ უკმაყოფილებას, სოციალური უკმაყოფილება კი ყველა ვარიანტში სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებს. ამდენად, მე ვფიქრობ, რომ ამის დაშვება არ შეიძლება,რომ დღეს თვითდინებაზე დავაფუძნოთ ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი.

ამ ეტაპზე თუ არის ასახული ლარის კურსის  ვარდნა პროდუქტების ფასებზე?

ზოგიერთი ტიპის იმპორტიორებმა, ფასებზე წინასწარ იზრუნეს. ბენზინის ფასები გაიზარდა წინასწარ, სანამ კურსი შეიცვლებოდა, მით უმეტეს, რომ მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი შემცირდა. როგორც ჩანს, რაღაც ტიპის საქონელზე ეს უკვე მოხდა(ფასის მატება), რაღაც ტიპის საქონელზე ეს მოხდება,როცა იმპორტი განცორციელდება.
ეს იქნება ყველა ის საქონელი, რომელიც შემოდის საზღვარგარეთიდან და რომლის ფასიც გაანგარიშებულია დოლარში.
მე მგონია,  რომ ახალი წონასწორობა ჩამოყალიბებულია კურსის  და ვფიქრობ,რომ 4-5 თვის განმავლლობაში რადიკალურ ცვლილებას არ უნდა ველოდოთ, დღევანდელი კურსიდან გამომდინარე.

ანუ არ არის მოსალოდნელი 2 ლარამდე კურსის ცვლილება?

თუ ლოგიკურად ვიმსჯელებთ ეს არ უნდა მოხდეს მაისის ბოლომდე,. არჩევნდებამდე ყოველშემთხვევაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი