კომენტარი

გადამწყვეტი ბრძოლა კავკასიისთვის

3 თებერვალი, 2009 • 3044
გადამწყვეტი ბრძოლა კავკასიისთვის

ანდრო ბარნოვი
ანდრო ბარნოვი

გვისტოში რუსეთმა საქმე ვერ მოამთავრა. ამიტომ საქართველოშიც, რუსეთშიც, დასავლეთშიც და აღმოსავლეთშიც ძალიან ბევრი მსჯელობა და მკითხაობაა იმაზე, თუ რა მოხდება გაზაფხულზე. განაახლებს რუსეთი აგრესიას? ვინ და როგორ შეაჩერებს რუსეთს? როგორი იქნება ევროპის, ამერიკის, კავკასიის, ცენტრალური აზიის, ავღანეთის, ირანის, ერაყის, მოკლედ, როგორი იქნება მთელი მსოფლიოს მომავალი? ამის გადასაწყვეტად უახლოეს მომავალში ყველაზე დიდი მნიშვნელობა ექნება იმას, თუ რა სახის ბალანსი ჩამოყალიბდება აშშსა და რუსეთს შორის.

 

ჩვენი ხელისუფლება, ახლანდელიც და ადრინდელიც, მუდმივად იძახდა, რომ რუსეთმა თავად არ იცის, რა უნდა. აგვისტოს ომის შემდეგ ამ კითხვებს აღარავინ სვამს. უკვე ცხადია, რომ აქ ორი ძირითადი თემა ფიგურირებს: მოსკოვს სურს კასპიისა და ცენტრალური აზიის ენერგორესურსების მონოპოლიზება და ნატოს შემოსვლის აღკვეთა კავკასიაში. ამ მისწრაფებების მიზეზები შემდეგია: რუსეთის ეკონომიკა და, შესაბამისად, ქვეყნის განვითარების პერსპექტივები პირდაპირაა მიბმული ნავთობისა და ბუნებრივი აირის ფასებზე. გარდა იმისა, რომ ფასების კონტროლი მოსკოვის ინტერესებში შედის, რუსეთს არ სურს, თავის სამხრეთ საზღვრებთან გამდიდრებულგაძლიერებული სახელმწიფოები იხილოს, რადგან ეს გარემოება ცენტრალური აზიის დამოუკიდებლობის ზრდას გამოიწვევს, რეგიონში გაიზრდება ჩინეთისა და ირანის ჩართულობა და რუსეთს მოესპობა იმის საშუალება, რომ ოდესმე ისევ ერთპიროვნული ლიდერი გახდეს ევრაზიაში.

 

დაახლოებით იგივე ლოგიკა მუშაობს სამხრეთ კავკასიაშიც. ერთის მხრივ, სამხრეთ კავკასია ცენტრალური აზიის ენერგორესურსებისთვისალტერნატიული  დერეფანია, რომელიც რუსეთის მარშრუტის გვერდის ავლას ხდის შესაძლებელს, მეორეს მხრივ კი ნატოს კავკასიაში შემოსვლა მოსკოვისთვის იმას ნიშნავს, რომ ცენტრალური აზიის მსგავსად, საქართველოსა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის ხარისხიც ბევრად ამაღლდება და რუსეთს სულ უფრო შეუმცირდება იმის შესაძლებლობა, რომ აქ გავლენა დაიბრუნოს. ამას გარდა, მოსკოვი დარწმუნებულია, რომ ეს გარემოებები პირდაპირ აისახება რუსეთის ტერიტორიულ მთლიანობაზეც კი. მაგალითად, ისინი დარწმუნებული არიან, რომ სამხრეთ კავკასიაში გამაგრებული ნატო ჩრდილოეთ კავკასიაში დაიწყებს პრობლემების შექმნას, რაც კასპიის რეგიონიდან რუსეთის საბოლოო და სრულ განდევნას გამოიწვევს.

 

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, რუსეთმა შეიმუშავა საკუთარი სტრატეგია, რომელიც მიზნად ისახავს, რომ მოხდეს აშშ განდევნა ცენტრალური აზიიდან, კავკასიიდან და ევროპიდან, რადგან ეს სწორედ ის ჯაჭვია, რომელიც კონტინენტზე აშშ გავლენას უზრუნველყოფს. ამ ჯაჭვში სამხრეთ კავკასიას ცენტრალური ადგილი უჭირავს და აქედანვე ჩანს, რომ სამხრეთ კავკასიის კონტროლი რუსეთისთვის გადამწყვეტი საკითხია. აგვისტოს ომიც სწორედ იმიტომ მოხდა, რომ ერთის მხრივ, საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა ძალიან მოახლოვდა, მეორეს მხრივ, რეგიონულ დონეზე, დაიწყო ყარსის რკინიგზის მშენებლობა და, ასევე, ძალიან რეალისტური გახდა ნაბუკოს პროექტი, რომელმაც ევროპის რუსეთზე დამოკიდებულება უნდა დაასრულოს. ანუ, რუსეთისთვის გაჩნდა უკვე ძალიან ბევრი ნიშანი იმისა, რომ მას პოზიციების საბოლოოდ დათმობა მოუწევდა.

 

აგვისტოში ომის გაჩაღებით რუსეთს სურდა, რომ აშშ სტრატეგიის ცენტრალური რგოლი, სამხრეთ კავკასია, მოეკლა, კასპიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის სახელმწიფოებზე ამგვარად ზეწოლა მოეხდინა და ენერგომარშრუტების რუსეთზე გატარებაზე დაეთანხმებინა, ევროპა კი დაეყენებინა მძიმე არჩევანის წინაშე და ისეთ პირობებზე დაეყოლიებინა, რაც აშშ როლის თანდათანობით შემცირებას გამოიწვევდა. კრემლის მიერ გაჟღერებულიევროპული უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა  სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა და ემსახურება დღესაც.

 

ჩვენ ახლა ამ პროცესების შუაგულში ვიმყოფებით, როგორც გეოგრაფიული, ასევე პროცესის მიმდინარეობის თვალსაზრისით. აგვისტოს აგრესიის შედეგად რუსეთმა დამკვიდრებული სისტემა სერიოზულად შეარყია და მიუხედავად იმისა, რომ საბოლოოდ ვერ დაანგრია, მნიშვნელოვანი მუქარები შეუქმნა მას.  ეს მუქარები კი, ძირითადად, ისევ საქართველოში იყრის თავს. მიუხედავად იმისა, რომ რუსული ბაზების გაყვანიდან ორი წელიც არაა გასული, რუსეთი აგრესიულად შემობრუნდა უკან და მისთვის ხელსაყრელი პოზიცია დაიკავა. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, რუსეთმა თავისი სამხედრო ძალების ახლებური განლაგებით ისეთი დისპოზიცია შექმნა, რომ მისი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ან სამხრეთკავკასიური კორიდორის ფიზიკური დაკავება შესძლოს ადვილად, ან ისეთ ქაოსს შეუწყოს ხელი, რომელიც საქართველოს დერეფნის ფუნქციას დაუკარგავს. ამისთვის რუსეთს შეუძლია სეპარატიზმის დამატებითი კერები შექმნას საქართველოში, რისი ნიადაგიც ნამდვილად არსებობს.

 

თუ ამას ვერ მოახერხებს, მაშინ მოსალოდნელია, რომ კრემლი პირდაპირი აგრესიის გაგრძელებას მიანიჭებს უპირატესობას.

 

ამიტომ, თუ რუსეთის პოზიციიდან შევხედავთ ვითარებას, აქ არსებობს მხოლოდ ერთი ალტერნატივა: ან უნდა სასწრაფოდ შეწყდეს საუბრები საქართველოს ნატოში ინტეგრაციაზე და რუსეთს საშუალება მიეცეს, რომ მისი სამხედრო ძალები გამუდმებული მუქარის ფორმატში დარჩნენ ჩვენს ტერიტორიაზე და ანრუსეთმა უნდა განაახლოს აგრესია და მოამთავროს ერთხელ დაწყებული საქმე. ანუ, ნატოში ინტეგრაციაზე საქართველომ ან ნებით უნდა თქვას უარი, ან რუსეთის იძულების წყალობით. რუსეთის მეორე მიზანია საქართველოს, როგორც ენერგოდერეფნის ფუნქციის შეზღუდვა. თუ პირველ საკითხში თავისი ინტერესი დაიკმაყოფილა, მაშინ რუსეთი შეიძლება დათანხმდეს საქართველოსთვის შეზღუდული დერეფნის ფუნქციის დატოვებას, ვთქვათ, ევროპის ენერგომოხმარების კრიტიკული მინიმუმის ფარგლებში, ოღონდ ამ შემთხვევაში სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის პრობლემებს კვლავ ღიად დატოვებს, რომ მომავალში ზეწოლის ბერკეტები შეინარჩუნოს. რუსეთის ინტერესებიდან და მათი დღევანდელი ხედვიდან გამომდინარე, სხვა სცენარს მოსკოვი, ალბათ, არ დათანხმდება.

 

ალტერნატიული სცენარი რუსეთზე ზეწოლას მოითხოვს. ასეთი ზეწოლის განხორციელება კი მხოლოდ ორ ქვეყანას შეუძლია. ესენია პირველ რიგში აშშ და, ასევე, თურქეთი. პრობლემა აქ ისაა, რომ დიდი ალბათობით, ამ ქვეყნების მიერ რუსეთზე ზეწოლა სერიოზულ კონფრონტაციაში შეიძლება გადაიზარდოს. ამიტომ, აშშ და თურქეთიც, ალბათ, გარკვეულ დათმობებს ამჯობინებენ, ვიდრე ღია კონფრონტაციაზე წასვლას. ორივე სახელმწიფოსთვის მთავარი ის იქნება, რომ მათთვის მნიშვნელოვანი ინტერესების, ანუ ენერგორესურსების კავკასიური მარშრუტის თაობაზე გარანტიები მიიღონ. პრინციპში, ასეთი გარიგება შესაძლებელი იქნება, თუ რუსეთმა დაინახა, რომ წითელ ზოლს მიაღწია და ამის იქით წასვლის უფლებას აღარ მისცემენ.

 

მიუხედავად იმისა, რომ ასეთ განცხადებებს დღეს ვერ ვხედავთ, ძალთა რეგიონული ბალანსის თვალსაზრისით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ დღევანდელი მდგომარეობა სწორედ ასეთწითელ ზოლსასახავს. ანუ, ერთის მხრივ, სამხრეთ კავკასიის ენერგოდერეფნის როლი შენარჩუნებულია, მეორეს მხრივ კი რუსი სამხედროები ამ დერეფანსაკონტროლებენ“.

 

ამ მდგომარეობის შეცვლა მხოლოდ ერთერთი მხარის ინტერესების საბოლოო დაზიანებით შეიძლება, ანუ ან რუსები უნდა გავიდნენ და ანდერეფანი უნდა ჩაიკეტოს. მაგრამ ყველაზე საყურადღებო აქ ისაა, რომ რუსეთის მიმართ გამოთქმული გაფრთხილებები დღემდე უმეტესად არასერიოზულად გამოიყურება და ვითარება უფრო ესკალაციისკენ მიდის, ვიდრე _ მოლაპარაკებებისკენ. ეს, ალბათ, იმას უნდა დავაბრალოთ, რომ მხარეები ფიქრობენ და აკვირდებიან ერთმანეთს, თანაც წინ ზამთარია და ყველამ იცის, რომ რამდენიმე თვე კიდევ შეიძლება ამ გაურკვეველი მდგომარეობის გაწელვა. შესაბამისად, უნდა ველოდოთ, რომ გაზაფხულზე შედგება ანგადამწყვეტი ბრძოლა კავკასიისათვის“, ან _ დაიწყება მოლაპარაკებები, რომელიც ყველა მხრიდან ძალითაც იქნება გამაგრებული. ერთმნიშვნელოვანი პასუხი ამ კითხვაზე დღეს არ არსებობს არსად _ არც რუსეთში, არც აშშში და არც თურქეთში. მიუხედავად იმისა, რომ ამ სიტუაციაში საქართველოს ცოტა რამის შეცვლა შეუძლია, საკეთებელი მაინც ბევრია და ეს უპირველეს ყოვლისა რეგიონული პოლიტიკის გაძლიერებაში უნდა გამოიხატოს.

 

 

ანდრო ბარნოვი,
ექსპერტი, სტრატეგიისა და განვითარების ინსტიტუტის თავმჯდომარე

მასალების გადაბეჭდვის წესი