კომენტარი

ანდრეი პატრაკოვი: „დირსის” პროექტი ოჯახური ფასეულობებისა და ეროვნული ტრადიციების დაცვას ითვალისწინებს

29 ივნისი, 2015 • 1789
ანდრეი პატრაკოვი: „დირსის” პროექტი ოჯახური ფასეულობებისა და ეროვნული ტრადიციების დაცვას ითვალისწინებს

ამ ინფორმაციას “დირსი” ავრცელებს, რომლის პრესრელიზის მიხედვით ილია მეორე საცხოვრებელ კომპლექს “დირსის” 24 ივნისს ეწვია.

 

შეხვედრა შედგა კომპანია „AS Georgia“-ს დირექტორთან, ბ-ნ ანდრეი პატრაკოვთან, რომელმაც ილაპარაკა პროექტის დეტალებზე და სამომავლო გეგმებზე.   შემდგომ კი მოეწყო მინიტური „დირსის“ ბულვარზე.

დირსის ერთ-ერთიი კორპუსის ოროთახიანი გარემონტებული ბინა საჩუქრად გადაეცა საქართველოს საპატრიარქოს.

 

პრესრელიზის მიხედვით, ილია მეორემ დალოცა მშენებლობა, მშენებლები და ახალმოსახლენი.

“კათოლიკოს-პატრიარქმა მოიწონა მშენებლობა და წარმატებები უსურვა საერთაშორისო სამშენებლო ჰოლდინგს „AS Group Investment“-ს და მის ხელმძღვანელს, ბ-ნ შაჰინ მოვსუმოვს, რომელიც თავის საქმიანობასთან ერთად სოციალურ პოლიტიკასაც წარმატებით ახორციელებს კავკასიის რეგიონში.

 

ანდრეი პატრაკოვმა თავის მხრივ გულითადი მადლობა გადაუხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ვიზიტისთვის და აღნიშნა, რომ „დირსი“ ადამიანს, ოჯახსა და საზოგადოებას განვითარების კარგ საშუალებას აძლევს, რადგან პროექტი ოჯახური ფასეულობებისა და ეროვნული ტრადიციების დაცვას ითვალისწინებს”, – წერია პრესრელიზში.

დირსიმ ერთ-ერთი კორპუსის ოროთახიანი გარემონტებული ბინა საჩუქრად გადასცა საქართველოს საპატრიარქოს
დირსიმ ერთ-ერთი კორპუსის ოროთახიანი გარემონტებული ბინა საჩუქრად გადასცა საქართველოს საპატრიარქოს

მასალების გადაბეჭდვის წესი