გურამ კაშია: პატარა ასაკიდანვე საჭიროა ცოდნა, რამდენად საზიანოა ნარკოტიკი ორგანიზმისთვის

გურამ კაშია, ფეხბურთელი:

„აუცილებელია სწორი ინფორმირება ბავშვობიდანვე. პატარა ასაკიდანვე საჭიროა იცოდეს ადამიანმა, რამდენად საზიანოა ნარკოტიკი მისი ორგანიზმისთვის. ჩვენ უნდა დავაინტერესოთ ბავშვები სპორტით და რეალურად უნდა მივიღოთ ასეთ ღონისძიებებში მონაწილეობა.

სწორი ინფორმაციის მიწოდება ხელს შეუწყობს ადამიანებს, რომ შორს დარჩნენ ამ სენისგან [ნარკოტიკების მოხმარებისგან]. აუცილებელია არსებობდეს სპეციალური ცენტრები, სადაც ამ ადამიანებისთვის იქნება მკურნალობის შესაძლებლობა, ისინი ასეთ ცენტრებში უნდა იყვნენ პაციენტის სტატუსით და არა დამნაშავის.“

_________________

სოციალური კამპანია „ზრუნვა დასჯის ნაცვლად“

კამპანიის მხარდამჭერია საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი