დავით კვარაცხელია: ნარკოტიკზე დამოკიდებულთა დახმარებაზე ჯანდაცვის სისტემა უნდა ზრუნავდეს

დავით კვარაცხელია, მსახიობი:

„ციხის და სანქციების მომხრე არ ვარ. ნარკომომხმარებელი უკვე დასჯილია იმით, რომ ნივთიერებებზეა დამოკიდებული.

დამოკიდებულება ცუდია. ყველას აქვს უფლება საკუთარ თავს ის უყოს, რაც უნდა, მაგრამ მე ბედნიერი [ნარკოტიკების] მომხმარებელი არ მინახავს.

ნარკოტიკი არ უნდა მოიპოვებოდეს ასე მარტივად, მაგრამ ვინც უკვე დამოკიდებულია ნივთიერებებზე, მათ დახმარებაზე ჯანდაცვის სისტემა უნდა ზრუნავდეს, არ უნდა დაიზოგოს რესურსები და ფინანსები თითოეული ადამიანის დასახმარებლად.

ნარკომომხმარებლები რეალობას გაურბიან და ილუზიებს აფარებენ თავს. ძლიერ სახელმწიფოს უნდა შეეძლოს მეტად ზრუნვა საკუთარ მოქალაქეებზე.

განათლების სისტემას აუცილებლად უნდა ჰქონდეს მყარი პოზიციები და მოზარდს უხსნიდეს, რა შედეგი მოჰყვება ნარკოდამოკიდებულებას“.

მთავარ ფოტოზე: კადრი სერიალიდან „ჩემი ცოლის დაქალები“

_________________

სოციალური კამპანია „ზრუნვა დასჯის ნაცვლად“

კამპანიის მხარდამჭერია საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი