კომენტარი

სოფო ხალვაში: ნარკომომხმარებელი ციხით არ უნდა ისჯებოდეს, ეს არ არის გამოსავალი

5 ივლისი, 2018 • 1660
სოფო ხალვაში: ნარკომომხმარებელი ციხით არ უნდა ისჯებოდეს, ეს არ არის გამოსავალი

სოფო ხალვაში, მომღერალი:

„ვფიქრობ, ძალიან დიდი ბრძოლაა გამოსაცხადებელი ნარკორეალიზატორების მიმართ, მათ უნდა ვებრძოლოთ მაქსიმალურად და თუ ამ მიმართულებით იმუშავებს სახელმწიფო, კარგი იქნება.

რაც შეეხება ნარკოტიკზე დამოკიდებული ადამიანების დასჯას, ეს არ მიმაჩნია სწორად. ნარკომომხმარებელი ციხით არ უნდა ისჯებოდეს, ეს არ არის გამოსავალი. მათ სჭირდებათ ჩვენი მხარდაჭერა და მხარში დგომა.

ვფიქრობ, უნდა შეიცვალოს ნარკოპოლიტიკა ქვეყანაში, კანონი უნდა გახდეს უფრო ლიბერალური და მომხმარებელი არ უნდა მიდიოდეს ციხეში. ეს არის ალბათ ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი.

რატომ არ ცვლის სახელმწიფო ნარკოპოლიტიკას, ამაზე არ მაქვს ზუსტი პასუხი. კარგი იქნება, თუ სახელმწიფო პოლიტიკა შეიცვლება და იქნება ბრძოლა რეალიზატორებთან და არა ნარკომომხმარებლებთან.

ის, რომ ნარკოტიკზე დამოკიდებული უფრო მკაცრად ისჯება ქვეყანაში, ვიდრე არასრულწლოვანზე მოძალადე, ნამდვილად არასწორია. თუ ნარკოდამოკიდებულს დავსჯით და ციხეში გავუშვებთ, ეს არ იქნება გამოსავალი და კიდევ უფრო დაამძიმებს მის მდგომარეობას. სხვანაირი მიდგომებია საჭირო და უნდა შეიცვალოს რაღაც ამ კუთხით.

ვფიქრობ, რომ განათლების კუთხით ინფორმირება უნდა მოხდეს მოზარდების, რომ ნარკოტიკების მომხმარების რისკები შემცირდეს.

ყველაზე მთავარი მაინც არის კანონის ლიბერალიზაცია. სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ნარკოდამოკიდებულების განკურნებაზე და მათ რეაბილიტაციაზე.“

_________________

სოციალური კამპანია „ზრუნვა დასჯის ნაცვლად“

კამპანიის მხარდამჭერია საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი