კომენტარი

შმაგი ბოლქვაძე: ნარკოდამოკიდებულებს ფსიქოლოგის დახმარება სჭირდებათ

5 ივლისი, 2018 • 1544
შმაგი ბოლქვაძე: ნარკოდამოკიდებულებს ფსიქოლოგის დახმარება სჭირდებათ

შმაგი ბოლქვაძე, მსოფლიო ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში:

„თუ ადამიანი ნარკოტიკს მოიხმარს და თან გამსაღებელია, უნდა დაისაჯოს. მხოლოდ მოხმარების გამო ციხეში არ უნდა ხვდებოდნენ. ნარკოდამოკიდებულებს ფსიქოლოგის დახმარება სჭირდებათ, რომ სხვა გზა გამონახონ და დააღწიონ თავი დამოკიდებულებას.

ქვეყანაში მეტი სავარჯიშო, სპორტული დარბაზი უნდა იყოს, ყურადღება მიექცეს ახალგაზრდებს, რომ არ დარჩეთ ქუჩაში დგომის დრო. შეიძლება ვარჯიშით დიდი სპორტსმენი ვერ გამოხვიდე, მაგრამ ჯანსაღი ცხოვრების წესს დაამკვიდრებ.

რასაც მე ვხედავ, სპორტს საქართველოში დიდი ყურადღება არ ექცევა. კარგი იქნებოდა, რეგიონებში მეტი საშუალება ჰქონდეთ ახალგაზრდებს ვარჯიშის და სპორტული დარბაზებით სარგებლობის.

მომხრე ვარ ნარკოტიკის, ალკოჰოლის მოხმარებასთან დაკავშირებულ რისკებს ბავშვებს სკოლებიდანვე აცნობდნენ. მე მშობლები ბავშვობიდანვე მესაუბრებოდნენ ნარკოტიკის მავნე ზემოქმედებაზე.

ჩემთვის მიუღებელია, ვინმე ქუჩაში მაჩერებდეს და მჩხრეკდეს“.

_________________

სოციალური კამპანია „ზრუნვა დასჯის ნაცვლად“

კამპანიის მხარდამჭერია საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი