კომენტარი

კახა კუჭავა: ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაცია აუცილებელია

21 ივნისი, 2018 • 2654
კახა კუჭავა: ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაცია აუცილებელია

კახა კუჭავა, პოლიტიკოსი:

„სხვადასხვა ქვეყნის მაგალითი გვაჩვენებს, რომ რეპრესიული მეთოდები არ არის გამოსავალი, ასე ეფექტურად ვერ ებრძვი ნარკოტიკების პრობლემას. ვრჩები ჩემს აზრზე, რომ ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაცია აუცილებელია, მოხმარება დანაშაულად არ უნდა მიიჩნეოდეს და ადამიანები ციხეში არ უნდა მიდიოდნენ. ხოლო ნარკოტიკების გასაღებაზე სასჯელი უნდა გამკაცრდეს კიდეც, რათა ნარკოტიკების უკანონო ბრუნვა თავიდან ავიცილოთ.

ჩვენ გვჭირდება ეფექტური პრევენციული პროგრამა, რომელიც მოიცავს განათლების კომპონენტს, ჯანსაღი ცხოვრების  პოპულარიზებას და მსგავს საკითხებს. ნარკოპოლიტიკა ჯანდაცვის სამინისტროს სფერო უფრო არის, ვიდრე შინაგან საქმეთა სამინისტროს სფერო.“

_________________

სოციალური კამპანია „ზრუნვა დასჯის ნაცვლად“

კამპანიის მხარდამჭერია საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა

მასალების გადაბეჭდვის წესი