სტეფანე: ნარკოტიკების პირად მოხმარებაზე სასჯელი არ უნდა არსებობდეს

სტეფანე მღებრიშვილი, მუსიკოსი, მუსიკალური პროდიუსერი: 

„ნარკოტიკების მოხმარების გამო ადამიანი ციხით არ უნდა ისჯებოდეს. ამაზე, მგონი, ყველა შევთანხმდით.

უმჯობესი იქნება პოლიციამ საკუთარი რესურსი  კრიმინალის და ძალადობრივი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას მოახმაროს. ნარკოტიკებზე დამოკიდებული ადამიანების ცხოვრებაში სხვა ტიპის ჩარევაა საჭირო, ეს შეიძლება იყოს  სარეაბილიტაციო პროგრამები, ფსიქოლოგიური დახმარება და არა მათი დევნა.

ასევე მნიშვნელოვანია გვქონდეს უმაღლესი დონის საგანმანათლებლო პროგრამები სკოლებში, ტელევიზიებში – სოციალური რეკლამა და სხვა.

ნარკოტიკების პირად მოხმარებაზე სასჯელი არ უნდა არსებობდეს.“

_______________

სოციალური კამპანია „ზრუნვა დასჯის ნაცვლად“

კამპანიის მხარდამჭერია საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი