კომენტარი

მიმართვა საქართველოს პარლამენტს

7 იანვარი, 2014 • 1186
მიმართვა საქართველოს პარლამენტს

ჩვენ, საზოგადოების წარმომადგენლები, ყურადღებით ვადევნებთ თვალს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეთა საბჭოს დაკომპლექტების პროცესს. ვფიქრობთ, რომ პარლამენტის მიერ დანიშნულმა შესარჩევმა კომისიამ სანიმუშოდ გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას, შეასრულა კანონის მოთხოვნა და საზოგადოების დაკვეთა, პროცესი წარმართა გამჭვირვალედ და მიუკერძოებლად, დაინტერესებულ საზოგადოებას საშუალება მისცა პირდაპირ ეთერში ედევნებინა თვალი კანდიდატებთან გასაუბრებისთვის და მეურვეობის 68 მსურველიდან შეარჩია 27 ღირსეული კანდიდატი.

 

სამწუხაროდ, პარლამენტმა ვერ შეძლო წარდგენილი სიიდან სასურველი კანდიდატების ამორჩევა. დემოკრატიულად დაწყებული პროცესი შეფერხდა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა განცხადებით, იგეგმება ხელახალი კონკურსი, რაც მოიცავს საფრთხეს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოში კიდევ ერთხელ აღმოჩნდნენ პოლიტიკური ნიშნით არჩეული კანდიდატები. ამით დაზარალდება როგორც მაუწყებელი, ასევე, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესი.

 

მოვუწოდებთ პარლამენტის წევრებს, რომ გაითვალისწინონ საზოგადოების მაღალი ინტერესი, მიაღწიონ რთულ, მაგრამ აუცილებელ შეთანხმებას, აირჩიონ მეურვეები დასახელებული 27 კანდიდატიდან და ხმა მისცენ საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთხელ და სამუდამოდ გათავისუფლებას პოლიტიკური კონტროლისაგან.

 

განცხადებაზე თქვენი ხელმოწერა შეგიძლიათ გააკეთოთ აქ: 

მასალების გადაბეჭდვის წესი