ვახუშტი მენაბდე: ადამიანი არ უნდა ისჯებოდეს ციხით ნარკოტიკების მოხმარების გამო

ვახუშტი მენაბდე, კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი: 

„ჩვენი სამართალდამცავი ორგანოები მუშაობენ სპეციფიკური ლოგიკით. ეს ლოგიკა ეფუძნება რეპრესიულ პოლიტიკას.   პოლიცია ამ პოლიტიკით ცდილობს ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას. სამწუხაროდ, დანაშაულის კონტროლი და მისი პრევენცია არ მოიცავს საგანმანათლებლო კომპონენტებს, საინფორმაციო კომპონენტებს, ზრუნვის მექანიზმებს. ასეთ სტრატეგიას სპეციფიკური ცოდნა სჭირდება, რომელიც  ჩვენს სახელმწიფოს არ აქვს და ისეთ საშუალებებს იყენებს, რომლებიც ტრადიციულად მოსდგამს. სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ ასეთ მუშაობას შედეგი არ აქვს.

ნარკოპოლიტიკის სფეროში სახელმწიფოს აქვს კომპეტენციის პრობლემა და არასწორი წარმოდგენა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა აღმოფხვრა პრობლემა საზოგადოებაში.

ცხადია, ადამიანი ციხით არ უნდა ისჯებოდეს  ნარკოტიკების მოხმარების გამო.

სისხლის სამართლის სივრცე არ არის ადეკვატური სივრცე  ნარკოტიკების მოხმარების დასარეგულირებლად. ეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის თემა უნდა იყოს და შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტროს კომპეტენციაში უნდა მოექცეს და არა სამართალდამცავი ორგანოების.“

______________________

სოციალური კამპანია „ზრუნვა დასჯის ნაცვლად“

კამპანიის მხარდამჭერია საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი