კომენტარი

საპატრიარქოს იურისტის ფრონტის ხაზი – თეოლოგის შეფასებები

2 ივნისი, 2017 • 5077
საპატრიარქოს იურისტის ფრონტის ხაზი – თეოლოგის შეფასებები

რას ემსახურებოდა საპატრიარქოს იურისტის, ედიშერ ქარჩავას განცხადებები ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავას და სასულიერო აკადემიის ლექტორების თემურ ბუაძისა და გოჩა ბარნოვის წინააღმდეგ? მოქმედება თუ არა ის დამოუკიდებლად? მართალია, მის განცხადებებს უკვე გაემიჯნა საპატრიარო, თუმცა საკითხში უფრო დეტალურად გარკვევის მიზნით, ჩვენ ამ ფაქტების შეფასება თეოლოგ მირიან გამრეკელაშვილს ვთხოვეთ:


ედიშერ ქარჩავას საუბრები რომ შევაჯამოთ, საპატრიარქოს შავი სიის სათავეში მეუფე პეტრეა (კვარაცხელია), რომელსაც მოსდევენ  პროფ. თეიმურაზ ბუაძე, პროფ. გოჩა ბარნოვი, თეოლოგი ვლადიმერ ნარსია, მამა ანდრია სარია და დედა ნინო გამყრელიძე. ჭორები, თითქოს მეუფე პეტრეს პატრიარქის გადაყენება სურს, სრულიად აბსურდულად გამოიყურება.

უბრალოდ საქმეა იმასია, რომ საეკლესიო იერარქების მიერ ეკლესიის ასეთი მწვავე კრიტიკა მეუფე პეტრე ცაავამდე მხოლოდ ბასილ კობახიძემ გაბედაკათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე რამდენიმე წელიწადში ერთხელ ატარებს ხოლმე ეკლესიის შიგნით გენერალურ წმენდას: ვინც კი კრიტიკულად აზროვნებს, როგორმე უნდა განდევნონ. თუკი ვინმე იყო კრიტიკულად განწყობილიან განკვეთა, ან გააძევეს, ან ისე შეუქმნა საქმე, რომ გაიქცნენ, მაგალითად კობახიძე, კურტანიძეწავიდნენ, გადაიხვეწნენ საქართველოდან.

ფაქტია, რომ თუ საპატრიარქო მიზანში ვინმეს ამოიღებს, ამ ტალღას ვერავინ გადაურჩება. მეუფე პეტრეს, ალბათ, ასე, ხელაღებით ვერ განკვეთენ, რადგან სინოდი მაინც კოლექტიური ორგანოა, თუმცა პატრიარქის სიტყვას ძალა აქვს და რაიმის დაჟინებით გამორიცხვა შეუძლებელია.

ედიშერ ქარჩავა მეუფე პეტრეს ხელქვეითის, მამა ანდრია სარიას თანაკურსელი იყო სასულიერო აკადემიაში. თუმცა, როგრც ჩანს, იურისტის ლიცენზიას მანამდე ფლობდა და საპატრიარქოში მიღებული პიროვნება უნდა ყოფილიყო. თავიდან მას საზოგადოებრივი ფუნქცია არ გააჩნდა. ეტყობა, პატრიარის მდივან–რეფერენტმა, ქალბატონმა შორენა თეთრუაშვილმა, გარკვეული დაკვირვების შემდეგ ის სანდო პიროვნებად მიიჩნია და გადაწყვიტა საჯარო ასპარეზზე გამოეყვანა იგი. როგორც ჩანს, ქარჩავამ საპატრიარქოში მიმდინარე შიდა წმენდა თავისი პიროვნული ანგარიშსწორებისთვისაც გამოიყენა და ამიტომ მიიტანა იერიში ბარნოვსა და ბუაძეზე.

როდესაც ის აკადემიის სტუდენტი იყო მისი მხრიდან სერიოზულ პლაგიატს ჰქონდა ადგილი. კერძოდ, სამაგისტრო ნაშრომში პროფესორ ბუაძის სტატია დააკოპირა და ჩასვა, როგორც მის მიერვე დაწერილი ტექსტი. ნაშრომის ხელმძღვანელი იყო პროფ. გოჩა ბარნოვი, რეცენზენტ კი სწორედ თავად პროფ.ბუაძე, როდესაც მან ნაშრომში საკუთარი სტატია იპოვა, ქარჩავას დისკვალიფიკაცია მისცეს, ხოლო ნაშრომის დაცვა ვეღარ შედგა.

თეიმურაზ ბუაძე და გოჩა ბარნოვი არავის ბანაკში არ იმყოფებიან, მითუმეტეს მიტროპოლიტი პეტრესი. მაგალითად, 2016 წელს კრეტის საეკლესიო კრებაზე, სადაც ჩვენი ეკლესიის დელეგაცია არ წავიდა, დასწრებას ბარნოვი და ბუაძე ემხრობოდნენ, თუმცა მეუფე პეტრე და მეუფე დიმიტრი არ ემხრობოდნენ კრებაზე წასვლას. ამიტომ სრული აბსურდია მტკიცება იმისა, რომ პეტრე, ბუაძე და ბარნოვი ერთად მოქმედებდნენ. თემურ ბუაძესა და გოჩა ბარნოვს ევროპული განათლება აქვთ მიღებული. ერთი ათენში სწავლობდა, მეორე კი  შვეიცარიაში, შესაბამისად ისინი საკითხებს კრიტიკული კვლევის თვალსაზრისით ეკიდებიან.

მირიან გამრეკელაშვილი

მირიან გამრეკელაშვილი

ჩემთვის ცნობილი გახდა (სამწუხაროდ ამ ინფორმაციის გადამოწმება სამწუხაროდ არ ხერხდება), რომ ბატონი ქარჩავა ცდილობს გამოიყენოს ერთი კონკრეტული შემთხვევა. კერძოდ უცხოეთში მყოფი ერთერთმა სტუდენტმა აკადემიის რექტორ გიორგი ზვიადაძესთან საუბრისას გააჟღერა, თითქოსდა თავად ყოფილიყო საუბრის შემსწრე, რომლს მიხედვითაც ბატონი ბარნოვი საქართველოს-პატრიარქის მიმართ ბოლომდე ლოიალურად არ არის განწყობილი. ადვოკატის მცდელობაა, რომ ამ ამბის აგორებით ხსენებული პროფესორის დისკრეტიდაცია მოახდინოს. ისინი, ბარნოვი და ბუაძე მუშაობენ მართლაც აკადემიური მეთოდოლოგიით, რაც ჩვენი ეკლესიისთვის და განსაკუთრებით ჩვენი რელიგიური სასწავლებლების რიგი წარმომადგენლებისათვის სრულიად მიუღებელია.

ედიშერ ქარჩავამ ასევე განაცხადა, რომ თითქოს ბარნოვს და ბუაძეს სინოდალური მმართველობის შემოღება სურთ. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მოცემული წესდებით არის სწორედაც სინოდალური მმართველობის მქონე, რადგან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს სინოდის სხდომაზე იღებენ. უფრო მეტიც, მოქმედი წესდების მიხედვით, საქართველოს ეკლესია დემოკრატიული მოწყობის მქონე ორგანიზაციაა იმიტომ, რომ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები ან საეკლესიო რეფორმები მიიღება გაფართოებულ კრებაზე, მას კი სინოდის წევრების გარდა, დაბალი რანგის სამღვდელოების და, თქვენ წარმოიდგინეთ, საერო პირების წარმომადგენლებიც კი ესწრებიან. საქართველოს ეკლესია არ არის დიქტატურა იურიდიული მოწყობის მიხედვით. ეს უბრალოდ პატრიარქ ილია მეორ სურვილია, რომ ეკლესია მხოლოდ მისი პირადი კულტის გავრცელების სივრცე იყოს. ედიშერ ქარჩავა ამ შემთხვევაში არის სისტემის ბრმად ერთგული მსახური და შექმნილ ვითარებას თავისი პირადი ანგარიშსწორებისთვის გამოყენებასაც ცდილობს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი