მაია კუპრავა. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი.

მაია კუპრავა: გარედან ჩანს, რომ კომისიის ინტერესი კონსტიტუციის გაჯანსაღება არ არის

გენდერული თანასწორობის ქსელის კოორდინატორი, მაია კუპრავა-შარვაშიძე ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობს, რომ საკონსტიტუციო კომისიას, შესაძლოა, კარგად არ ჰქონდეს გააზრებული, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ კონსტიტუციაში არსებითი თანასწორობის პრინციპები გაჩნდეს.

დღეს, 14 მარტს, გოგონათა, ქალთა, ბავშვთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და უმცირესობათა საკითხებზე მომუშავე 28 საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ საკონსტიტუციო კომისიას და პარლამენტს მოუწოდა, რომ შექმნან კონსტიტუციური გარანტიები მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვისთვის. საკონსტიტუციო კომისიაში ამ განცხადებაზე ხელმომწერო დარგობრივი ინტერესთა ჯგუფების წარმოამდგენელი ორგანიზაციები, გარდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა, არ შედიან.

მია კუპრაძე-შარვაშიძის თქმით, სხვა ქვეყნებში არის გამოცდილება, როდესაც კონსტიტუციაში მოწყვლადი ჯგუფების უფლებრივ გარანტიებზეა საუბარი.

“ჩვენი მიზანია, რომ კონსიტუციაში არსებითი თანასწორობა მკაფიოდ გაჩნდეს. ეს არ არის არის მარტო ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა, გენდერული თანასწორობა. ეს საერთოდ, იმ ჯგუფების ინტერესებია, რომლებიც, სამწუხაროდ, არ ჩანან მკაფიოდ კონსტიტუციაში და არ არის გამოკვეთილი მათი ინტერესები,”- ამბობს მაია კუპრავა-შარვაშიძე ნეტგაზეთთან საუბრისას.

მან გაიხსენა, რომ საიას მიერ თანასწორობის საკითხების დაყენებამ საკონსტიტუციო კომისიის წევრებში დამცინავი დამოკიდებულება გამოიწვია. მისივე თქმით, ეს ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფს კონსტიტუციის გაჯანსაღების ინტერესი არ აქვს. მაია კუპრავა-შარვაშიძე ასევე ამბობს, რომ პარლამენტში ფემიციდის კანონპროექტის რამდენჯერმე ჩავარდნამაც აჩვენა, რომ არ არის აღქმული ეს პრობლემა სერიოზულად.

“როგორც დამკვირვებლის ხედვით, შესაძლებელია გითხრათ, რომ თითქოს, ისინი რამდენიმე ცვლილებისთვის არიან იქ და არა იმისთვის, რომ კონსტიტუცია გაჯანსაღდეს. ამიტომ, ეს პრფესიონალიზმის პრობლემაა დღეს ამ საკონსტიტუციო ჯგუფში, ამიტომ, არ არის კარგად გააზრებული და თუ ეს ცვლილებები არ იქნა შეტენილი, მაშინ კიდევ უფრო ცუდი სურათი გვაქვს, მაშინ ჩვენ ვხედავთ მიკერძოებულ დამოკიდებულებას ამ ჯგუფის მხრიდან, რომ მათი ინტერესი რაღაცის შეცვლაა და არა კონსტიტუციის გაჯანსაღება,”- ამბობს მაია კუპრავა-შარვაშიძე.

მაია კუპრაძე. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი.

მაია კუპრავა. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი