ბიძინა ლებანიძე, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ანალიტიკოსი

ანალიტიკური ცენტრი “ქართული ოცნების” მმართველობის პირველ 100 დღეს აფასებს

“ქართული ოცნების მმართველობის 100 დღე: რეალობის შეფასება”, – ამ სათაურით ანგარიში ანალიტიკურმა ცენტრმა “საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP)” მოამზადა. ავტორების განცხადებით, დოკუმენტი აანალიზებს იმას, თუ რამდენად თანმიმდევრულად მიჰყვებოდა “ქართული ოცნება” თავის საარჩევნო პროგრამას ხელისუფლებაში ყოფნის პირველი 100 დღის განმავლობაში. შეფასების ანგარიშის მიგნებებზე GIP-ის ანალიტიკოსი ბიძინა ლებანიძე გვესაუბრება:

ჩვენი ანგარიში დავყავით 4 სფეროდ: სოციალური პოლიტიკა, ეკონომიკური პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა, ადამაინის უფლებები და დემოკრატია. მეტ-ნაკლებად ყველაზე უფრო დადებითად და პროგრესულად ხელისუფლების პირველი 100 დღე საგარეო პოლიტიკის ნაწილში შეფასდა.

რატომ, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის კუთხით არსებულმა პროგრესმა იქონია გავლენა?

არა მარტო ვიზალიბერალიზაციამ… ჩვენი შეფასების მთავარი კრიტერიუმი იყო ის, რამდენად თანმიმდევრულად მიყვებოდა “ქართული ოცნება” თავის წინასაარჩევნო პროგრამას პირველი 100 დღის განმავლობაში. საგარეო პოლიტიკის მიმართულებით საარჩევნო პროგრამიდან გადაცდომები ნაკლებად ფიქსირდება. გამონაკლისის სახით ამ მხრივ ერთადერთი შეგვიძლია ვისაუბროთ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში ინიცირებულ ცვლილებებზე.

ბიძინა ლებანიძე, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ანალიტიკოსი

ბიძინა ლებანიძე, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ანალიტიკოსი

რას გულისხმობთ უფრო კონკრეტულად?

ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით გაიმართა საპარლამენტო დებატები, მაგრამ კანონის ამგვარი ცვლილების საკითხი “ოცნებას” პროგრამაში მითითებული არ ჰქონია.

ჩვენი შეფასებით ყველაზე პრობლემური სფეროები იყო ეკონომიკური პოლიტიკა და ადამიანის უფლებები.

ეკონომიკის პოლიტიკის ნაწილში, იგივე ეს ლარიზაცია… მაგალითად, აქციზის გადასახადის გაზრდა – პროგრამაში საერთოდ არ იყო ნახსენები.

ადამიანის უფლებების მხრივ, ჩვენი აზრით, პრობლემურია ის, რომ თვითონ პროგრამაში ძალიან ბევრი ბუნდოვანებაა, რაც თავისუფალი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. მაგალითად, უწერიათ, რომ კონსტიტუცია შეიცვლება, მაგრამ როგორ? – ეს არ უწერიათ და ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. ამ კუთხით პირველ 100 დღეში განხორციელებული ნაბიჯები იწვევს ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, როგორ კონსტიტუციას მივიღებთ საბოლოოდ.

თვითონ [საკონსტიტუციო ცვლილებების] პროცესს გულისხმობთ?

დიახ. მაგალითად, საპარლამენტო არჩევენებამდე გვესმოდა დაპირება, რომ 2016 წლის შემდეგ არჩევნები მაჟორიტარული კომპონენტის გარეშე ჩატარდებოდა, ახლა უფრო წინააღმდეგობრივი მესიჯები ისმის.

თუ პროგრამაზე ვლაპარაკობთ, იქ დაკონკრეტებული არ იყო, რომ 2020 წლიდან მაჟორიტარული არჩევნები გაუქმდებოდა.

პროგრამაში დაკონკრეტებული არ ყოფილა, მაგრამ ვერბალური დაპირებები იყო ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან. ეს არჩევენბი ჩავატაროთ ასე და შემდეგ შევცვალოთო.

ასევე, პირველი 100 დღის განმავლობაში არსებობს მედიაპლურალიზმთან დაკავშირებული პრობლემები. იმავე საზმაუს ირგვლივ მიმინდარე მოვლენები, რ2-ის საკითხი, რომელიც ამ 100 დღეში არ დაწყებულა, მაგრამ დინამიკა იგივეა, ასევე, სამი კერძო კომპანიიის გაერთიანების პროცესი. ეს ყველაფერი ბადებს გაკრვეულ ეჭვებს.

მთავრობის არგუემტნია, ჩვენ რა შუაში ვართ?  მედიამფლობელები შეთანხმდნენ ტელეკომპანიების გაყიდვაზეო…

ყველაფრის გამართლება შეიძლება, იმავე რუსთავი 2-ზეც იტყვის, რომ სამართლებრივი პროცესიაო და საფძველიც არსებობს, მაგრამ თუ დინამიკაში შევხედავთ ყველაფერს და ერთამნეთზე დავალაგბეთ აგურებს, ვიღებთ სურათს, რომ ყველაფერი იცვლება.

სოციალური პოლიტიკა “ქართული ოცნების” მთავარი ნიშაა, ჯანდაცვის სისტემა და ა.შ. აქ თავისთავად არის დადებითი ნაბიჯები, მაგრამ მთავარი პრობლემა გრძელვადიანი მდგრადობაა. ეს უფრო არა სოციალურ, არამედ ეკონომიკურ პოლიტიკაზეა დამოკიდბეული. თუ არ იქნება სწრაფი ეკონომიკური ზრდა, სოციალური პოლიტიკაც ვერ შენარჩუნდება. ესაა მთავარი პრობლემა.

რაც შეეხება კვლევის მეთოდოლოგიას, როგორ მიხვედით ამ შეფასებებამდე?

ჩვენ გამოვიყენეთ აკადემიური კვლევის მეთოდები: რაოდენობრივი, ხარისხობრივი… ასევე გავაკეთეთ სამთავრობო ტექსტების, საარჩევნო პროგრამის, საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშების, ასევე, პრესის და ტელევიზიის შინაარსობრივი ანალიზი. როდესაც პირველი პროექტი შევადგინეთ, ის გადავამოწმეთ ქართველ და საერთაშორისო ექსპერტებთან ინტერვიუების საშუალებით. შემდეგ გამოვკითხეთ ექსპერტები და ამან დაადასტურა, ანუ მათი შეფასებები 90%-ის შემთხვევაში დაემთხვა ჩვენი კვლევის მიგნებებს.

ექსპერტები სფეროების მიხედვით გამოკითხეთ?

სფეროების მიხედვითაც და უშუალოდ  ის [ქართველი და უცხოელი] ექსპერტები, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში. არის რამდენიმე ეკონომიკური ექსპერტი, ასევე, პოლიტიკის სპეციალისტი.

შეჯამების სახით, თუ შეგიძლიათ რაიმე რეკომენდაციების მიცემა ხელისუფლებისათვის?

ეკონომიკის მიმართლებით არსებობს ობიექტური ფაქტორები (იგივე საგარეო), რომელიც ბოლომდე მთავრობაზე არაა დამოკიდებული და ცოტათი ანეიტრალებს მათ ქმედებებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც  შეიძლება თანმიმდევრული პოლიტიკის გატარება: მეტი ინვეტსიციის მოზიდვით, ბიზნესგარემოს ლიბერლაიზაციით და ა.შ. რაც შეეხება ადამიანის უფლებებს და დემოკრატიას, ეს სფერო მთლიანადაა დამოკიდებული ხელისუფლების პოლიტიკაზე, ამიტომ ნებისმიერი პრობლემა ამ სფეროში მათი უშუალო პასუხისმგებლობა იქნება. შესაბამისად, რეკომენდაცია იქნება ის, რომ ხელი შეუწყონ მედიაპლურალიზმის განვითარებას და მიიღონ უფრო დემოკრატიული კონსტიტუცია.

ბიძინა ლებამიძე არის ბერლინის სკოლის, ეკონომიკისა და სამართლის მოწვეული ლექტორი, ასევე, მკვლევარი ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში და სამეცნიერო საზოგადოების წევრი ‘’Kolleg-Forschergruppe’’- ში. 2014 წლიდან ის ატარებს კვლევას FP7 პროექტ MAXCAP (Maximizing the integration capacity of the European Union) ფარგლებში. მას მიღებული აქვს დოქტორის ხარისხი პოლიტიკის მეცნიერებებში, ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში და მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობებში-თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ის ასევე მუშაობდა კონრად ადენაუერის ფონდში და იყო ლექტორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.


 

გარდა ბიძინა ლებანიძისა ზემოხსენებულ შეფასების ანგარიშზე იმუშავეს კორნელი კაკაჩიამ, ჯოსეფ ლარსენმა და მარიამ გრიგალაშვილმა. დოკუმენტს სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ანგარიშის პრეზენტაცია თბილისში, სასტუმრო რედისონში - 22.02.17

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ანგარიშის პრეზენტაცია თბილისში, სასტუმრო რედისონში – 22.02.17

ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ევროკავშირის საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. Email: davit.qoqoshvili@gmail.com