კომენტარი

ევროკავშირის ელჩის განცხადება

19 ივნისი, 2012 • 1262
ევროკავშირის ელჩის განცხადება

ფილიპ დიმიტროვი
ფილიპ დიმიტროვი

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ავრცელებს
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის
ელჩის ფილიპ დიმიტროვის განცხადებას  ევროკავშირის წევრი ქვეყნების მისიების ხელმძღვანელების სახელით, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“ევროკავშირსა და საქართველოს შორის ადამიანის უფლებების საკითხებზე დიალოგის მორიგი რაუნდი 26 ივნისს თბილისში გაიმართება.

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ადამიანის უფლებების საკითხებზე დიალოგი ორმხრივი პროცესია. ის საშუალებას იძლევა, აღიარებულ იქნას წინსვლა და წამოიჭრას ის საკითხები,  ცალკეული საქმეების ჩათვლით, რომელიც შეშფოთებას იწვევს.

დიალოგის წინა რაუნდის შემდეგ, რომელიც  2011 წლის ივნისში ჩატარდა,  გაგრძელდა წინსვლა სამართლებრივი რეფორმის, აღმსარებლობის თავისუფლების, იძულებით გადაადგილებულ პირთა ხელშეწყობისა და სახალხო დამცველის აპარატის მიერ დამოუკიდებელი მონიტორინგის განხორციელების მიმართულებით. ასევე აღნიშნა, რომ 2011 წლის მაისის შემდეგ ჩატარებული დემონსტრაციების უმეტესობა მოწესრიგებულად მიმდინარეობდა.

მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში ევროკავშირი მოელის, რომ შემდგომი წინსვლა იქნება მიღწეული ტოლერანტული და პლურალისტული პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბებისა და ზეწოლისა ან სამსახურიდან დათხოვნასთან დაკავშირებულ განცხადებებზე სწრაფად რეაგირების მიმართულებით.

დისკუსიები ასევე შეეხება საკითხების ფართო სპექტრს, მათ შორისაა პატიმართა დიდი რაოდენობა, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების ანგარიშვალდებულება, უმცირესობები, სამოქალაქო საზოგადოების ფუნქციონირება და ადამიანის უფლებების მდგომარეობა სეპარატისტულ რეგიონებში.

ევროკავშირი კვლავ წამოჭრის შრომითი უფლებებისა და სოციალური დიალოგის ხელშეწყობის საკითხს, განსაკუთრებით არსებული პრეფერენციების გენერალიზებული სისტემისა (GშP+) და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკებების კონტექსტში.

დიალოგის მორიგი რაუნდის წინ, 21-22 ივნისს, ევროკავშირი ორგანიზებას გაუწევს სემინარს სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით, რომელზეც  ყურადღება გამახვილდება სამართლისა და შრომის საკითხებზე”.

მასალების გადაბეჭდვის წესი