კომენტარი

ბერძენიშვილი: იმედი მაქვს, კიდევ ჩატარდება კვლევა

13 აპრილი, 2016 • 1237
ბერძენიშვილი: იმედი მაქვს, კიდევ ჩატარდება კვლევა

“რესპუბლიკური” პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი ამბობს, რომ NDI-ს კვლევის შედეგები პოლიტიკურ ნაწილში საინტერესო არ არის:

,,NDI-ს ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ გაუმართლა იმიტომ, რომ კვლევა ჩაატარეს მაშინ, როდესაც არ იცოდნენ რა მოხდებოდა, ამის შემდეგ ძალიან სერიოზული ნაბიჯები გადაიდგა. კოალიციის ხუთი წევრიდან ხუთივე დამოუკიდებლად იყრის კენჭს,  ამიტომ სრულიად უცნობია, ვის რა რეიტინგი აქვს. ეს გამოკვლევა პოლიტიკურ ნაწილში საინტერესო ვერ იქნება უბრალო მიზეზის გამო, რომ არა მარტო მაღალი მაჩვენებელია იმათი, ვინც არ იცის, ვის უნდა მისცეს ხმა, არამედ ხალხმა ისიც არ იცოდა, რომელი პარტიები იყრიდა კენჭს და ,,ქართულ ოცნებას” ერთად განიხილავდა.

იმედი მაქვს, კიდევ ჩატარდება. დაგეგმვის დროს ყველაფერს ვერ გაითვალისწინებ,”-აღნიშნავს ბერძენიშვილი.

საზოგადოებრივი განწყობების კვლევის შედეგები, რომელიც NDI-ის დაკვეთით CRRC- საქართველომ ჩაატარა, დღეს გამოქვეყნდა.

NDI-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, კოალიცია “ქართულ ოცნებას მხარს 15% დაუჭერდა, “ნაციონალურ მოძრაობას”- 13%,  “თავისუფალ დემოკრატებს- 6%, ხოლო 36%-მა არ იცის.

გამოკითხვის მიხედვით, 61%-ს არ აქვს გადაწყვეტილი, ვის მისცემს ხმას არჩევნებზე, ხოლო 31%-ს გადაწყვეტილი აქვს, ვის უნდა დაუჭიროს მხარი.

NDI-ის  წინა, ანალოგიური კვლევის შედეგებით მიხედვით,  “ქართული ოცნების” რეიტინგი 5%-ით გაიზარდა, “ნაციონალური მოძრაობის” კი უცვლელი დარჩა.

CRRC- საქართველომ 2016 წლის 23 თებერვალიდან – 14 მარტამდე. გამოიკითხა 3,900 ადამაიანი. კვლევის პრეზეტნაცია ორგანიზაციამ დღეს, 13 აპრილს გამართა.

წარმომადგენლობითი შერჩევა ქვეყნის მასშტაბით. ამასთან, დამატებით წარმომადგენლობითი შერჩევა თბილისში, ქალაქის და სოფლის ტიპის დასახლებებში, ეროვნული უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში. კვლევა ჩატარდა ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი