კომენტარი

სამი ფაქტი ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შესახებ – კახა გოგოლაშვილი

31 მარტი, 2016 • 1668
სამი ფაქტი ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შესახებ – კახა გოგოლაშვილი

ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ საქართველოში ბოლო დღეებში მიმდინარე დისკუსიას სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის მკვლევარი კახა გოგოლაშვილი ეხმაურება.

ეს დისკუსია ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც ეჭვქვეშ დააყენა საპარლამენტო არჩევნებამდე საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების საკითხი.

კახა გოგოლაშვილი აცხადებს, რომ არ მოსწონს, როცა ფაქტებს აყალბებენ პოლიტიკური მიზნებისთვის და თავს ვალდებულად მიიჩნევს დაინტერესებულ აუდიტორიას ობიექტური ინფორმაცია მიაწოდოს. გთავაზობთ მის წერილს, რომელიც გოგოლაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა:

  1. რამდენიმე ექსპერტ-პოლიტიკოსი ამტკიცებს, რომ ევროპარლამენტი არაფერ შუაშია ვიზალიბერალიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებასთან. ევროპარლამენტი მხოლოდ ბოლოს აკეთებს ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილების “რატიფიცირებასო”. (სტილი დაცულია). სინამდვილეში, ლისაბონის ხელშეკრულების შესაბამისად მესამე ქვეყნისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებისთვის ევროკავშირში გამოიყენება ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს თანაგადაწყვეტილების პროცედურა. ეს პროცედურა “ორდინარული გადაწყვეტილების მიღების წესსს ემორჩილება” რაც გულისხმობს საკანონმდებლო წინადადების ერდთროულად განხილვას ორივე ინსტიტუტში. ამავე დროს, ევროკავშირის საბჭო იწყებს საკითხის განხილვას მხოლოდ მას შემდეგ, რაც ევროპრლამენტი პირველი წაკითხვით მიიღებს კანონპროექტს, თავისი შენიშვნებითა და შესწორებებით (ვამარტივებ ტერმინებს, რომ მკითხველისთვის გასაგები იყოს). ასე რომ, ევროპარლამენტის აზრი აქ უმნიშვნელოვანესია. რაც შეეხება იმას, რომ ევროპარლამენტი თურმე შემდეგ ახდენს “რატიფიცირებას”, ეს არამართებულია. რატიფიცირებას მხოლოდ საერთაშორსო შეთანხმებები ექვემდებარება, პარლამენტი კი უბრალო უმმრავლესობით ამტკიცებს საბჭოს გადაწყვეტილებას, თუ ამ უკანასკნელმა გაითვალისწინა ევროპარლამენტის შენიშვნები. ასე რომ, შეცდომაა იმის მტკიცება,რომ ევროპარლამენტი ამ გადაწყვეტილებაში უკანასკნელ როლს ასრულებს;
  2. ზოგიერთი ამტკიცებს, რომ ევროპის სახალხო პარტიიის თავმჯდომარის განცხადება გარდაუვლად გამოიწვევს უვიზო მიმოსვლის შესახებ გადაწყვეტილების გადავადებას არჩევნების შემდეგ. გუშინ, სამ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად, შევხვდი ევროპის სახალხო პარტიიის წარმომადგენელს, ევროპარლამენტის სამართლებრივი საკითხების კომიტეტის თავმჯდომარეს (პაველ სვობოდა), რომელმაც ეროპარლამენტის სხვა ფრაქციების წარმომადგენლებთან ერთად გაგვიცხადა, რომ ბატონი დოულის განცხადება ვერ მოახდენს გავლენას სახალხო პარტიის ფრაქციის გადწყვეტილებებზე ევროპარლამენტში და უმეტესობა ევროპარლამენტის წევრებისა ამჟამად ემხრობა საქართველოს საკითხის დროულად განხოლვას;
  3. სატელევიზიო სივრცეში ასევე გაისმის მტკიცება იმისა, რომ უვიზო რეჟიმის შესახებ გადაწყვეტილების გადავადება არ გამოიწვევს (არავითარ კავშირშიაო!) ევროსკეპტიციზმს, არც ოქტობერში არჩევნებზე პრორუსული ძალების პოზიციების გაძლიერებასო, რადგანაც მოლდოვაში ანალოგიურმა გადაწყვეტილებამ ვერ შეაჩერა ეს ნეგატიური პროცესიო. ასეთი განცხადება პრაქტიკულად ნიშნავს იმის მტკიცებას, რომ ვიზალიბერალიზაცია არ წარმოადგენს რბილი ძალის ინსტრუმენტს, ანუ ქვეყნები ვერ ახდენენ პოზიტიურ ან ნეგატიურ გავლენას მეორე ქვეყანაზე ამ საგარეო-პოლიტიკური ისტრუმენტის გამოყენებით. რეალურად საერთაშორისო ურთიერთობების თეორიულ ლიტერატურაში ვიზალიბერალიზაცია (Visa Freedom) “რბილი ძალის” ინსტრუმენტების კლაციფიკაციაში დიპლომატიური ინსტრუმენტების რიგშია შეყვანილი და მისი ეფექტიანობა ეჭვს არ იწვევს. არა მარტო ევროკავშირი, ასევე რუსეთი და აშშ ყოველთვს ფართოდ იყენებდნენ ამ ინსტრუმენტს. ამიტომ მისი ეფექტურობა აღიარებულია. ასევეა თავისუფალი ვაჭრობაც. ამ ინსტრუმენტს აშშ 1934 წლიდან იყენებდა (Foreign Trade Act) სწორედ პოლიტიკური გავლენის გასაძლირებლად მესამე ქვეყნებზე. რაც შეეხება მოლდოვას, იქ ვიზალიბერალიზაციის დადებითი ეფექტი მთავრობის მასშტაბურმა კორუფციულმა სკანდალმა გადაფარა, ასევე მნიშვნელოვნად დააზარალა ევროკავშირის გავლენა რუსულმა მძლავრმა პროპაგანდამ და მძიმე სოციალურმა ფონმა პროევროპული მთავრობის პირობებში. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თუ მოლდოვა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებასა და უვიზო რეჟიმს არ მიიღებდა, მდგომარეობა იქ ბევრად უფრო მძიმე არ იქნებოდა. ასე მგონია, რომ ასეთ ვითარებაში შესაძლოა მოლდოვა საერთოდ ევრაზიულ კავშირში გვეხილა უკვე. უვიზო რეჟიმი ბოლო წლებში არა მარტო მოლდივამ მიიღო. ჩვენი ტიპის ქვეყნებიდან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოებმა მიიღეს: სერბეთი, ჩერნოგორია, ბოსნია, ა.შ. იქ ამ გადაწყვეტილების შემდეგ საგრძნობლად გაიზარდა ევროკავშირთან ინტეგრაციის მხარდაჭერა. რატომ? ალბათ იმიტომ, რომ იქ რუსეთს უკვე ნაკლებად მიუწვდება ხელი და ასვევე იმიტომ, რომ მეტმა ნახა, რომ ევროპული ინტეგრაცია რეალურია და ვირტუალური ზღაპარი არ არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი