ნიკა ჩიტაძე: “ქართველ ჯარისკაცთა რიცხვი ავღანეთში აღარ უნდა გაიზარდოს”

აშშ ავღანეთიდან თავისი სამხედრო კონტინგენტის გამოყვანას 2014 წლამდე ეტაპობრივად გეგმავს. ავღანეთიდან ჯარისკაცების გამოყვნას საფრანგეთიც აპირებს. ამის პარალელურად საქართველო ზრდის ავღანეთში სამხედროთა კონტინგენტს. აღნიშნული საკითხის შესახებ ნეტგაზეთთან პოლიტოლოგი, ნიკა ჩიტაძე საუბრობს.

აშშ–ს ჯარების სარდლმა დევიდ პეტრიუსმა 9 ივნისს საქართველოს თავდაცვის მინისტრთან, ბაჩო ახალაიასთან ისაუბრა რეგიონული საწვრთნელი ცენტრის ჩამოყალიბებაზე, რომლის მთავარი მიზანი იქნება საერთაშორისო ოპერაციებისთვის გადასროლისწინა წვრთნების განხორციელება. ამავე შეხვედრაზე საუბარი იყო ავღანეთში დამატებითი ბატალიონის გაგზავნის შესახებ. რატომ ხდება საჭირო საქართველოდან დამატებითი სამხედრო მოსამსახურეების გაგზავნა ავღანეთში, მაშინ, როდესაც აშშ–ს ლიდერი დღეს უკვე საჯაროდ აცხადებს, რომ ავღანეთში მდგომარეობა სტაბილურდება და 10 ათასი ჯარისკაცის ავღანეთიდან გამოყვანას ივლისში გეგმავს.  2014 წლიდან კი, ავღანეთის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი მთლიანად ავღანეთის შეიარაღებული ძალები იქნება?

იქიდან გამომდინარე, რომ 2014 წლამდე სამხედრო კონტინგენტი მაინც უნდა დარჩეს ავღანეთში და 2011 წელს აშშ მხოლოდ 10 ათასი სამხედრო მოსამსახურის გამოყვანას გეგმავს, სამხედრო ოპერაციები ავღანეთის ტეროტორიაზე ჯერ კიდევ გაგრძელდება. ამიტომ გამორიცხული არ არის, საქართველომ კონტინგენტი გაზარდოს მანამ, სანამ მისია საბოლოოდ არ დასრულდება, ანუ 2014 წლამდე.

მაგრამ, ზოგადად, საქართველოს მხრიდან სამხედროთა კონტინგენტის გაზრდას პირადად მე მიზანშეწონილად არ მივიჩნევ, რადგან ამ ეტაპზე არ არსებობს ამის საჭიროება. საქართველოს ისედაც საკამრისი რაოდენობის სამხედრო მოსამსახურე ჰყავს ავღანეთში. სულ –935. შესაბამისად, საქართველო მეორე ადგილზეა ავსტრალიის შემდეგ ნატოს პარტნიორ ქვეყნებს შორის იქ მომსახურეთა რაოდენობის მიხედვით. მითუმეტეს, მაშინ, როდესაც ავსტრალიის მოსახლეობა 30 მილიონს აღემატება. აქედან გამომდინარე, საქართველოს საკმარისზე მეტი რაოდენობის ჯარისკაცი მსახურობს იქ.

 

მთალიანად ISAF-ის მისიაში მონაწილებას იღებს 47 სახელმწიფო და 47 სახელმწიფოს დროშა ფრიალებს სხვადსხვა ბაზებზე და, ასე ვთქვათ, ერთ ქვაბში იხარშება საქართველოც და ბოსნიაც, რომელსაც მხოლოდ 10 სამხედრო კონტინგენტი ჰყავს ავღანეთში.

დამატებითი ძალების გაგზავნით საქართველომ შესაძლოა ყველაზე დიდ კონტრიბიუტორს, ავსტრალიასაც გაუსწროს და პირველი გახდეს, რა მიზანი აქვს საქართველოს?

ჩემი აზრით, ის, რომ კიდევ უფრო გაღრმავდეს თანამშორმლობა NATO-სთან. ამით კიდევ ერთხელ დაადასტურებს საქართველოს ხელისუფლება, რომ ის ნატოსთან თანამშრომლობის გაფართოების მომხრეა. მათ შორის ავღანეთის საკითხებში. ხელისუფლება თითქოს ცდილობს თვითონაც შეიტანოს ნატოს უსაფრთოების საკითხებში წვლილი. ასევე არის მეორე მიზეზიც  –ქართველი სამხედრო მოსამსახურეების კვალიფიკაციის ამაღლება. თუმცა, ვფიქრობ, ამაზე უფრო მნიშვნელოვანი საქართველოს მოქალაქეთა სიცოცხლეა. საქართველოდან ავღანეთში დაღუპულთა რიცხვმა ამ წლების განმავლობაში რვა ადამიანი შეადგინა.

NATO  კი ისედაც კარგად ხედავს, თუ რა მისიას ასრულებენ ქართველი ჯარისკაცები იქ. პირადად მე, როდესაც ორი თვის წინ გახლდით ავღანეთში, მქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი დევიდ პერტელიუსს. ყველამ აღნიშნა ქართველთა როლის შესახებ ავღანეთში და ეს, ალბათ, ისედაც შეუწყობს ხელს საქართველოს ევროატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პროცესს.

ქართველი ჯარისკაცები, ძირითადად, განთავსებული არიან ჰელმანდის პროვინციაში. სადაც მოდის მთელი ავღანეთის ოპიუმის მოპოვების 64 %. ოპიუმით უკანონო ფინანსური ვაჭრობა კი ძალიან დიდ შემოსავალია. ეს, თავის მხრივ,  თალიბთა ინტერესს წარმოადგენს და ამიტომ იქ სამხედრო მანევრები ძალიან ხშირია. შეიძლება ითქვას, რომ  ყველაზე  ცხელი წერტილია. მითუმეტეს, ჰელმანდის პროვინცია ავღანეთის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს, რომელიც ყველაზე უფრო არასტაბილურია, განსხვავებით სხვა მხარეებისგან, სადაც იგივე გერმანული კონტინგეტია განთავსებული, იტალიური და ა.შ.

რაც შეეხება აშშ–ს პრეზიდენტის 23 ივნისის გამოსვლას. მან აღნიშნა, რომ ავღანეთში მდგომარეობა სტაბილურდება და ამიტომ აშშ ეტაპობრივად ავღანეთიდან ჯარისკაცების გამოყვანას გეგმავს, რადგან 2014 წლიდან ქვეყნის უსაფრთხოებაზე უკვე მთლიანად ადგილობრივი სამხედრო მოსამსახურეები იზრუნებენ.

სამხედრო კონტინგენტის იქ ყოფნა ცალსახად საჭიროა 2014 წლამდე. რადგან ისევ ხდება ტერაქტები და ა.შ. თუმცა, პარალელურად ხდება ავღანელი ჯარისკაცების მზადებები, მათთვის ტექნოლოგიების გადაცემა, ტრენინგები და ა.შ. გამომდინარე აქედან, იმ დროისთვის, ალბათ, ავღანელები უკვე იქნებიან მზად, თვითონვე დაამყარონ კონტროლი საკუთარ ქვეყანაში. ჯერჯერობით, ლაპარაკია მხოლოდ იმაზე, რომ ადგილობრივ უშიშროების ძალებს შვიდი პროვინცია გადაეცეს. ავღანეთში სულ 34 პროვინციაა. რაც შეეხება თვითონ ავღანელ სამხედროთა რიცხვს –170 ათასია. მათ გარდა, დანარჩენი ქვეყნების მისიები მთლიანობაში 120 ათას შეადგენს, აქედან პირველ ადგილზე, რა თქმა უნდა, აშშ–ს კონტინგენტია–90 ათასზე მეტი სამხედრო.


ავღანეთში ნატო ეგიდით მიმდინარე სამხედრო ოპერაციაში ISAF (საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალები) საქართველო ერთერთი უმსხვილესი კონტრიბუტორია. პირველად, ISAF-ის ოპერაციაში 50-მა ქართველმა სამხედრო მოსამსახურემ მონაწილეობა 2004წელს მიიღო,

2011 წლის 7 ივნისს მერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტმა საქართველოს 40 ერთეული Hummer-ის ტიპის მანქანა გადასცა.M1151 ტიპის (30ცალი) და M1151A1 ტიპის ჯავშნიანი (10 ცალი) მანქანები გამოყენებული იქნება სამშვიდობო მისიისთვისმოსამზადებელ წვრთნებში.


მანქანებს ის ბატალიონი გამოიყენებს, რომელიც გაემგზავრება ნატო საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების მიერ წარმოებულავღანეთის სამშვიდობო მისიაში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნინო კახიშვილი