ახალი ამბები

CNN-ისა და როიტერის ცნობით, სირიაში თარხან ბათირაშვილი სავარაუდოდ დაიღუპა

9 მარტი, 2016 • 1914
CNN-ისა და როიტერის ცნობით, სირიაში თარხან ბათირაშვილი სავარაუდოდ დაიღუპა

CNN-ისა და “როიტერის” ინფორმაციით, თარხან ბათირაშვილი, იგივე აბუ ომარ ალ-შიშანი, სავარაუდოდ, ამერიკული ავიადაბომბვის შედეგად სირიაში დაიღუპა.

ორივე მედიასაშუალება ამ ინფორმაციას შეერთებული შტატების მთავრობის რამდენიმე ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს: “ბათირაშვილი ემსხვერპლა პარასკევს სირიის ქალაქ ალ-შაბადიში განხორციელებულ ავიაშეტევას:.

თარხან ბათირაშვილი ISIS-ის ერთ-ერთი სამხედრო მეთაურია, რომლისთვისაც აშშ-ს 5 მილიონი აშშ დოლარის ჯილდო აქვს დაწესებული. ბათირაშვილი საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი წევრია. საქართველოში სამხედრო სამსახურის შემდეგ იგი “ისლამურ სახელმწიფოს” შეუერთდა.

მისი დაღუპვის შესახებ პრესაში ინფორმაცია უკვე რამდენჯერმე მანამდეც გავრცელდა, თუმცა არ დადასტურდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი