ახალი ამბები

ჩიქოვანის თქმით, თავისუფალი დემოკრატები ქორწინების განსაზღვრების საკონსტიტუციო ინიციატივას მხარს დაუჭერენ

8 მარტი, 2016 • 1065
ჩიქოვანის თქმით, თავისუფალი დემოკრატები ქორწინების განსაზღვრების საკონსტიტუციო ინიციატივას მხარს დაუჭერენ

პარლამენტში თავისუფალი დემოკრატების ფრაქციის ლიდერი ირაკლი ჩიქოვანი აცხადებს, რომ მათი ფრაქცია მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო ინიციატივას კონსტიტუციაში ქორწინების განსაზღვრის შესახებ.

“ჩვენ მხარს დავუჭერთ აღნიშნულ საკონსტიტუციო ცვლილებას, თუ ეს საკითხი პარლამენტში განიხილება. რა თქმა უნდა, ამას მხოლოდ ჩვენი ხმები არ ეყოფა, მაგრამ ჩვენი ხმები ამ ცვლილებას ექნება”, – განაცხადა ჩიქოვანმა.

კოალიცია “ქართული ოცნება” აპირებს საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირებას, რომლის მიხედვითაც ჩაიწერება, რომ ქორწინება მხოლოდ ქალისა და კაცის კავშირია.

მასალების გადაბეჭდვის წესი