ახალი ამბებირეკლამა

საქართველოს პირველობა წყვილთა რბოლაში ვისოლის მხარდაჭერით დაიწყო

8 მარტი, 2016 • 1936
საქართველოს პირველობა წყვილთა რბოლაში ვისოლის მხარდაჭერით დაიწყო

წყვილთა რბოლაში საქართველოს პირველობის პირველი ეტაპი Mitsubishi Club Georgia-მ „ვისოლის“ მხარდაჭერით დაიწყო და 100-მდე მრბოლელის მონაწილეობით თბილისის,  თელავის, ქუთაისის, ბათუმის და გორის ავტოსპორტის მოყვარულებს მთელი წლის მანძილზე ექვს შთამბეჭდავ და ადრენალინით სავსე სანახაობას ჰპირდება. სიმბოლურია ის, რომ პირველივე ეტაპზე პროფესიონალთა კლასში ოთხივე წამყვანის კატეგორიაში „ვისოლის“ გუნდის წევრმა სანდრო თავართქილაძემ გაიმარჯვა.

წყვილთა რბოლის პირველი ეტაპის პირველი ასპარეზობა 28 თებერვალს თბილისში “ჰუალინგი  – თბილისის ზღვის რეზიდენსის” ტერიტორიაზე მეორე  კი 5 მარტს რუსთავის ავტოდრომზე გაიმართა და 100-მდე მონაწილე იბრძოდა პირველობისათვის. გამარჯვებულის ტიტულები კი წინა წამყვანის კლასში ვატო წაწალაშვილმა, ბესიკ კაპანაძემ და ბაჩო ჯოხაძემ, უკანა წამყვანის კლასში გიორგი პირიევმა, ოთარ ჭილაძემ და დავით ნუცუბიძემ, ოთხივე წამყვანის კლასში თაჩი თაქთაქიშვილმა, ავთანდილ ნასარაიამ და ზაქრო ნოზაძემ, პროფესიონალთა კლასში მონი წამყვანის კატეგორიაში არჩილ ბიძინაშვილმა,  გიოირგი პირიევმა და დავით რობანაშვილმა, ოთხივე წამყვანის კატეგორიაში კი სანდრო თავართქილაძემ, ოთარ თავართქილაძემ და ალექსანდრე ეზუგბაიამ გადაინაწილეს.

„საქართველოში წყვილთა რბოლის სახეობა არის ყველაზე პოპულარუსი სახეობა და ათწლეულების მანძილზე თითქმის ყველა პროფესიონალი მრბოლელი ამ სახეობის დამსახურებით მოხვდა პროფესიონალურ სპორტში და საქართველოს მრავალგზის ჩემპიონები და ევროპის ჩემპიონები დღემდე მონაწილეობენ ამ სახეობის შეჯიბრში, აცხადებს ლადო ჯავახიშვილი, Mitsubishi Club Georgia-ს დამფუძნებელი.

Mitsubishi Club Georgia ოფიციალურად 2010 წელს ჩამოყალიბდა. კლუბის შექმნის მიზანი Mitsubishi- ბრენდის პოპულარიზაცია, Mitsubishi- მარკის ავტომობილების მფლობელთა და მოყვარულთა გაერთიანება, სხვადასხვა ტიპის საავტომობილო ღონისძიებების ჩატარება ქართველი და არა მარტო ქართველი ავტომოყვარულებისათვის. დაარსების დღიდან კლუბმა ჩაატარა რამდენიმე საინტერესო საავტომობილო შეჯიბრი საქართველოს სხვადასხვა ქალაქში.

„უპირველეს ყოვლისა მინდა მივულოცო „ვისოლის“ გუნდის წევრ ახალგაზრდა მრბოლელ სანდრო თავართქილაძეს კიდევ ერთი გამარჯვება.  ვულოცავ სხვა გამარჯვებულებსაც. „ვისოლი“ საქართველოს ავტოსპორტის განვითარებისათვის 2012 წლიდან ზრუნავს. რაც შეეხება წყვილთა რბოლაში საქართველოს ჩემპიონატს, სარბოლო ავტომობილებს  სწორედ უახლესი ევროპული სტანდარტის, უმაღლესი ხარისხის საწვავი სჭირდებათ შესაძლებლობის სრულად გამოსავლენად. საქართველოში გამორჩეულად მაღალი ხარისხის „ეკოს“ საწვავის რეალიზაციას კი საქართველოში „ვისოლი“ საკუთრებაში არსებული ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელის საშუალებით ახდენს. შესაბამისად, რბოლის მონაწილეებისათვის გამარჯვების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტიმული “ვისოლის“ მიერ პრიზად დაწესებული ეკოს საწვავიც იყო.  „ვისოლი“ მოხარულია საავტომობილო სივრცეში მსგავსი მნიშვნელოვანი ჩემპიონატების მხარდამჭერი იყოს “, – აცხადებს „ვისოლ პეტრლიუმ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.  
„ვისოლი“ფორმულა ალფას კლასში საკუთარი გუნდითაც კი მონაწილეობს. BMW Club Georgia-მვისოლთან“ ერთად „ახალი ერაც კი შექმნა დრაგის და დრიფტის ისტორიაში“.

წყვილთა რბოლა, ფოტო: wissol ჯგუფი

წყვილთა რბოლა, ფოტო: wissol ჯგუფი

მასალების გადაბეჭდვის წესი