ახალი ამბები

ანა დოლიძე: სამართლიანი სასამართლოსთვის ბრძოლა არ დასრულებულა

7 მარტი, 2016 • 1184
ანა დოლიძე: სამართლიანი სასამართლოსთვის ბრძოლა არ დასრულებულა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ ანა დოლიძის კანდიდატურას განიხილავენ. დეპუტატებს ანა დოლიძე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა წარუდგინა.

“როდესაც ქალბატონი ანა დაამთავრებს პრეზენტაციას, ხელს ვაწერთ მის ყველა თეზას, ხელს ვაწერთ მის ყველა იდეას, ქალბატონი ანას ხედვა მოგვწონს მთლიანობაში,” – განაცხადა აბაშიშვილმა და აღნიშნა, რომ თუ ვინმეს პოლიტიკურად არ მოსწონს დოლიძე,  ეს არ ნიშნავს, რომ შავი პიარის ძებნა და აგორება უნდა დაიწყოს.

ანა დოლიძის თქმით, სამართლიანი სასამართლოსთვის ბრძოლა დასრულებული არ არის:

“ქალბატონმა ირინა ენუქიძემ ჩაიცვა რკინის ქალამნები და ოთარაანთ ქვრივივით ყველა უწყება ჩამოიარა იმისათვის, რომ საქართველოში სამართლიანი სასამართლოსათვის ებრძოლა. სამართლიანი სასამართლოსთვის ბრძოლა არ დასრულებულა. მართალია, 2013 წლის შემდეგ ბევრი საინტერესო ნაბიჯი გადაიდგა, მათ შორის სასამართლოს ღიაობის უზრუნველყოფა,  მაგრამ საბრძოლი კიდევ ბევრია.”

მასალების გადაბეჭდვის წესი