ახალი ამბები

17:00 საათზე კოალიცია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება

7 მარტი, 2016 • 1488
17:00 საათზე კოალიცია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება

დღეს, 17:00 საათზე, “ქართული ოცნების” ოფისში კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება.

კოალიციის პოლიტსაბჭოს წევრის, ზურაბ ტყემალაძის ინფორმაციით, დღვანდელი სხდომის განსახილველ საკითხებს შორის არ არის რესპუბლიკელებსა და მრეწველებს შორის დაპირისპირება. ფრაქცია “ქართული ოცნება – მრეწველების” ერთ-ერთი ლიდერი არ გამორიცხავს, რომ პოლიტსაბჭოს სხდომაზე ეს საკითხიც განიხილონ.

“პრემიერის აზრით, როგორც ის შეხვდა რესპუბლიკურ პარტიას, ისე შეხვდება სხვა პარტიებს, მათ შორის- ჩვენც [მრეწველებს]. მხოლოდ ამის შემდეგ ჩატარდება უფრო გლობალურ საკითხებზე გარკვეული მსჯელობა – სტრატეგიაზე და ა.შ. კოალიციის შიგნით. აი, მაშინ, რა თქმა უნდა, შეიძლება განიხილოს ის საკითხი, რაც თქვენ გაინტერესებთ [დაპირისპირება რესპუბლიკელებსა და მრეწველებს შორის]. არჩევნებამდე არაფერი იცვლება: ყველა კოალიციის წევრია და ყველა კოალიციის რეჟიმით ვმუშაობთ. არჩევნებისთვის უკვე, რა კონფიგურაციით ჩამოყალიბდება: ვინ იქნება, ვინ არ იქნება, ვის ექნება ყოფნის სურვილი, ვის არა – ეს უკვე არჩევნების წინ, ბლოკის ჩამოყალიბების პროცესში დადგინდება. მრეწველებს აქვთ სურვილი კოალიციაში ყოფნის, მაგრამ ეს დამოკიდებული არ არის მარტო მრეწველებზე, ბუნებრივია, ” – განუცხადა “რუსთავი 2”-ს ზურაბ ტყემალაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი