ახალი ამბები

ეკა მიშველაძე GPB-ის წინააღმდეგ სასამართლოს სარჩელით მიმართავს

6 მარტი, 2016 • 1778
ეკა მიშველაძე GPB-ის წინააღმდეგ სასამართლოს სარჩელით მიმართავს

7 მარტს  ეკა მიშველაძე “საზოგადოებრივი მაუწყებლის” წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართავს. საქმე მიშველაძის სამსახურიდან გათავისუფლებას და გადაცემის დახურვას შეეხება. ჟურნალისტის ინტერესებს სასამართლოში „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ დაიცავს.

საიას ინფორმაციით, წარდგენილ სარჩელთან დაკავშირებით 7 მარტს, 10:00 საათზე ასოციაციის ოფისში პრესკონფერენცია გაიმართება.

მიშველაძემ ჯერ კიდევ თებერვალში ნეტგაზეთთან საუბარში განაცხადა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებდა, რადგან თვლის, რომ მისი სამსახურიდან დათხოვნა უკანონოდ მოხდა. მას საზოგადოებრივ მაუწყებელთან უვადო კონტრაქტი აკავშირებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი