ახალი ამბები

პრემიერის პრესსამსახური: კვირიკაშვილმა სამონასტრო კომპლექსი მოილოცა

5 მარტი, 2016 • 1866
პრემიერის პრესსამსახური:  კვირიკაშვილმა სამონასტრო კომპლექსი მოილოცა

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, მთავრობამ სამცხე-ჯავახეთში ტურისტული პოტენციალის განვითარების პროგრამა დაიწყო.

პროგრამის ფარგლებში, საფარის მონასტერთან მისასვლელ 7,2 კმ-იან მონაკვეთზე კაპიტალური გზა პირველად დაიგება. მთავრობის პრესსამსახურიც ცნობით, პროექტის ღირებულება 3 198 099,81 ლარია და მას მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

პრემიერის პრესსამსახურის გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გზის რეაბილიტაცია 2016 წლის ბოლომდე დასრულდება.

მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით, სამცხე-ჯავახეთში ტურისტული პოტენციალის ამოქმედების…

Posted by Giorgi Kvirikashvili on Saturday, March 5, 2016

5 მარტს  გზის ამ მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოები პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაათვალიერა. კვირიკაშვილის ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, გიორგი კვირიკაშვილი შუასაუკუნეების ქართულ ძეგლს – საფარის მონასტერს ესტუმრა და მოილოცა:
“გიორგი კვირიკაშვილმა სამონასტრო კომპლექსი მოილოცა. პრემიერ-მინისტრს და მთავრობის წევრებს ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე თეოდორემ უმასპინძლა”.

პრესამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “საუბარი შეეხო რეგიონის ტურისტული განვითარების პოტენციალს. აღინიშნა, რომ საფარის მონასტერი სამცხე-ჯავახეთში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლი და ტურისტული ობიექტია. მეუფემ საფარის მონასტერთან მისასვლელი გზის აღდგენითი სამუშაოების მნიშვნელობაც შეაფასა და იმედი გამოთქვა, რომ გზის რეაბილიტაციის შემდეგ საფარის მონასტერში მოღვაწე სასულიერო პირებს, მომლოცველებს და ტურისტებს მნიშვნელოვნად გაუადვილდებათ ტაძარში ასვლა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი