ახალი ამბები

ანონსი — 5 მარტი

4 მარტი, 2016 • 1066
ანონსი — 5 მარტი

გთავაზობთ 5 მარტს დაგეგმილი ღონისძიებების ანონსს:

10:00 საათიდან, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დიღმის მასივის მაჟორიტარი დეპუტატის თარაშ შურღაიას ინიციატივით, საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართება, სადაც დიღმის მასივის მცხოვრებლებს სამედიცინო გამოკვლევები უფასოდ ჩაუტარდებათ. მისამართ: დიღმის მასივი, VI კვარტალი, 21-ე პოლიკლინიკის შენობა.

11:00 საათზე, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აღმასრულებელი მდივანი სერგო რატიანი რუსეთის საელჩოსთან პრესკონფერენციას გამართავს.

12:00 საათზე , თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის რიმა ბერაძის ინიციატივით, ქალთა კვირეულის ფარგლებში, ,,ილიას ბაღში’’ ჩუღურეთელი ქალბატონებისთვის ღონისძიება გაიმართება. მისამართი: აღმაშენებლის გამზირი #73 ,,ილიას ბაღი’’, ყოფილი ,,გორკის ბაღი“.

12:00 საათზე, სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებული 10 მებრძოლის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება. მებრძოლებს სამებიდან 14:00 საათზე გამოასვენებენ. მათ დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით 15:00 საათზე დაკრძალავენ.

18:00 და 20:00 საათზე, კინოთეატრს „ამირანის“ მე-3 დარბაზში, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ფონდ „ნოოსფერას“ ორგანიზებით, დოკუმენტური ფილმების ფესტივალი „ქალი კადრში“. ფესტივალი ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი გენდერული კვირეულის ფარგლებში ტარდება. დასწრება თავისუფალია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი