ახალი ამბები

ქსნის “მინის” ქარხნის გაფიცული მუშები და ადმინისტრაცია ერთმანეთს ხვდებიან

4 მარტი, 2016 • 1653
ქსნის “მინის” ქარხნის გაფიცული მუშები და ადმინისტრაცია ერთმანეთს ხვდებიან

დღეს, 4 მარტს, 17 საათზე, დაიწყო შეხვედრა ქსნის მინის ქარხანაში გაფიცული მუშებს, პროფკავშირისა და საწარმოს ხელმძღვანელებს შორის, რომელზეც გაფიცულებმა და საწარმოს ხელღვანელობამ უნდა მოილაპარაკონ.

სპეციალურად ამ შეხვედრისთვის თურქეთიდან ჩამოვიდა ქარხნის გენერალური დირექტორი, უმით აიდოღანი.

ქსანში უკვე 29-ე დღეა გაფიცვა მიმდინარეობს. გაფიცულია 160 მუშა, რაც ქარხნის მუშების 80%-ს შეადგენს. ხელფასების 30%-ით მომატება, კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმება და პროფკავშირისთვის საოფისე ფართის გამოყოფა – ეს გაფიცულთა მთავარი მოთხოვნებია.

ერთ-ერთი გაფიცული მუშის, მერაბ გოგიშვილის თქმით, შესაძლოა ისინი შემოთავაზებულ ნაკლებ პროცენტს დათანხმდნენ, თუკი ეს იქნება ახლოს მათ მოთხოვნებთან.

გაფიცულთა ინფორმაციით, მანამდე გაიმართა რამდენიმე შეხვედრა წარმომადგენლებსა და გაფიცულებს შორის, თუმცა საწარმოს მიერ შეთავაზებულ 4-9%-მდე ხელფასების მომატებას საგაფიცვო კომიტეტი არ დათანხმდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი