ახალი ამბები

ქართული პარტიის მხარდამჭერი მღვდელი დაკავებაზე საუბრობს

21 მაისი, 2011 • • 1101
ქართული პარტიის მხარდამჭერი მღვდელი დაკავებაზე საუბრობს



INTERVIEW MAMA LAZARESTAN | Musicians Available

დღეს ქართული პარტიის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა,რომ ჭიათურაში პოლიციამ პარტიის მხარდამჭერი მღვდელი ლაზარე კაპანაძე დააკავა.

„ხელისუფლება უკვე სასულიერო პირების დევნაზე გადავიდა. დღეს მამა ლაზარე იმ დროს დააკავეს, როდესაც ღვთისმსახურების შესასრულებლად ეკლესიაში მიდიოდა. მისი დაკავება იმიტომ მოხდა, რომ ორჯერ, ჭიათურასა და ბათუმში, დაესწრო „ქართული პარტიის“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებს და მისი მონაწილეები დალოცა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მღვდელი ლაზარე, ჭიათურის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი,ასევე ადასტურებს პოლიციის მხრიდან მის დაკავებას. იგი ამ დროისთვის აღარ იმყოფება პოლიციის განყოფილებაში.  როგორც თავად ამბობს, პარტიის რაიონულ ოფისშია. ეკლესიი წინამძღვრის პოლიციის განყოფილებაში მიყვანის მოტივი,როგორც თავად აცხადებს, მის საკუთრებაში მყოფი ავტომობილია, რომელიც, პოლიციის ინფორმაციით, ძებნაშია.

სოზარ სუბარი ამბობს, რომ  მამა ლაზარესთან დაკავშირებული ისტორია ერთეული შემთხვევა არ არის და მსგავსი ფაქტები თითქმის მთელ ქვეყანაში ხდება. ” გუშინ საღამოს სამართალდამცავებმა „ქართული პარტიის“ გორის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე კახა ერგემლიძეც დააკავეს”,–განაცხადა სოზარ სუბარმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი