საქართველო-რუსეთის საქმის განხილვა ევროსასამართლოშინ გადაიდო

საქართველო-რუსეთის საქმის განხილვა, რომელიც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში 2011 წლის 16 ივნისს იყო ჩანიშნული, გაურკვევლი ვადით გადაიდო. პროცესის გადადების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

საქართველო-რუსეთის საქმის განხილვა, რომელიც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში 2011 წლის 16 ივნისს იყო ჩანიშნული, გაურკვევლი ვადით გადაიდო. პროცესის გადადების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი 2007 წელს შეიტანა, სარჩელის მიზეზი კი რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეების მასობრივი დეპორტაცია გახდა. საქართველომ ევროსასამართლოსგან ევროკონვენციის სხვადასხვა მუხლების აღიარება მოითხოვა. სასამართლოში საქმის განხილვა 2011 წლის 31 იანვარს დაიწყო და უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება. ეს არის პირველი შემთხვევა ევროსასამართლოს ისტორიაში, როცა ერთი სახელმწიფო მეორე სახელმწიფოს უჩივის.

სახელმწიფოთა დავის დასრულების შემდეგ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო კერძო პირების სარჩელებსაც განიხილავს. რუსეთიდან დეპორტირებულების საქმესთან დაკავშირებით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ევროსასამართლოში ორი სარჩელი აქვს გაგზავნილი. ერთი სარჩელი დეპორტაციის დროს გარდაცვლილ თენგიზ ტოგონიძის საქმეს ეხება, მეორე სარჩელში კი 12 დეპორტირებული საქმეა გაერთიანებული.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი